Le Figarro: საქართველო – საოცრება, რომელიც ამ ზაფხულს უნდა აღმოაჩინოთ – საუკუნეების განმავლობაში ის უფრო მიმზიდველი გახდა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საოცრება, რომელიც ამ ზაფხულს უნდა აღმოაჩინოთ- ფრანგული გამოცემა Le Figarro საქართველოსა და მის ტურისტულ პოტენციალს სტატიას უძღვნის.

სტატია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში მომზადდა და აღნიშნულია, რომ საქართველოს, როგორც კოლხეთის სამეფოს მემკვიდრეს, თავისი ხიბლი არასოდეს დაუკარგავს; პირიქით – საუკუნეების განმავლობაში ის უფრო მიმზიდველი გახდა.

სტატიაში „საქართველო – საოცრება, რომელიც ამ ზაფხულს უნდა აღმოაჩინოთ“ საუბარია საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიულ მდებარეობაზე და აღნიშნულია, რომ საქართველო იდეალური ადგილია მათთვის, ვინც მთის ლაშქრობებსა და ზღვისპირა დასვენებას ერთდროულად ეძებს.

სტატიაში საუბარია თბილისზეც, როგორც თანამედროვეობისა და მემკვიდრეობითი სილამაზის ნაზავზე, სადაც თანაარსებობენ თანამედროვე არქიტექტურა და ძველი ქალაქისთვის დამახასიათებელი ჭრელი სახლები.

„საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი, უწყვეტი რვა ათასწლოვანი ღვინის წარმოების მქონე ტრადიციის ქვეყანაა. ქვეყანა ამაყობს ქვევრის ტექნიკით — მიწაში ჩამარხული თიხის დიდი ჭურჭლები, რომლებშიც ღვინო ბუნებრივად მწიფდება.

ეს ტექნოლოგია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და განსაკუთრებით კახეთის რეგიონში ინახება და სრულყოფილდება.

მოსავლის აღების სეზონი კი ერთგვარი მხატვრული სანახაობაცაა: ვენახები ოქროს ფერებში ბრწყინავენ, თითქოს ქვეყნის უძველეს მითებს აცოცხლებენ“, – აღნიშნულია სტატიაში.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). Le Figarro: საქართველო – საოცრება, რომელიც ამ ზაფხულს უნდა აღმოაჩინოთ – საუკუნეების განმავლობაში ის უფრო მიმზიდველი გახდა. 4 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/le-figarro-საქართველო-საოცრება-რო/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T01:16:49+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi