ხალხური რეწვის ოსტატი თინა ნაყეური-დათაშვილი
„ამ სახლზე სულ ვოცნებობდი. თითქოს ღვთისგან მისია მქონდა ეს გამეკეთებინა“ – ხალხური რეწვის ოსტატი თინა ნაყეური-დათაშვილი.
თინა ნაყეური-დათაშვილი უკვე 30 წელია, უანგაროდ ემსახურება ხალხური რეწვის მივიწყებული დარგების აღდგენის საქმეს. ტრადიციული რეწვითაა დაინტერესებული, ულამაზეს ფშაურ ქსოვილებს ამზადებს. როგორც თავად ამბობს, ხელსაქმე მის ოჯახს თაობებია მოსდევს. 23 წელია, რაც თავის გამოცდილებას სხვებსაც უზიარებს, რითაც ტრადიციებსაც ინარჩუნებს და ფშაური რეწვის მეთოდებსაც აღადგენს. 2007 წელს საკუთარი საწარმო დააარსა და რამდენიმე ქალი დაასაქმა. მათ ტრადიციული ორნამენტების ქსოვას და ფერებთან მუშაობას ასწავლის. ძაფებს ბუნებრივი საღებავებით ღებავს და მართლაც საოცარ ფერებს იღებს. ამის შესახებ წაიკითხავთ წიგნში “მცენარეული საღებავები ფშაურ ტრადიციულ რეწვაში”, რომელიც პირველად 16 სექტემბერს წარუდგინა დაინტერესებულ ადამიანებს.
ამ დღეს არაგვის ფშავში, სოფელ მაღაროსკარში ეთნო-ფოლკლორული ცენტრი “ფშაური სახლი” გახსნა, რომლის სულისჩამდგმელიც სწორედ ქალბატონი თინა გახლავთ.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ხალხური რეწვის ოსტატი თინა ნაყეური-დათაშვილი – „ამ სახლზე სულ ვოცნებობდი. თითქოს ღვთისგან მისია მქონდა ეს გამეკეთებინა“. 8 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ხალხური-რეწვის-ოსტატი-თი/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
თბილისი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ფინანსები / ბანკი / დაზღვევა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-23T10:45:19+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
