ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაცნობილია, ვის გადასცემს თბილისის მერია სააღდგომოდ სასურსათო კალათას

ცნობილია, ვის გადასცემს თბილისის მერია სააღდგომოდ სასურსათო კალათას

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ, უფასო სასადილოების ბენეფიციარებს სააღდგომოდ სასურსათო კალათას წელსაც გადასცემს. 

სააღდგომო ნობათის ჩამონათვალი ასეთია:

პასკა;
კვერცხი;
ღვინო – წითელი;
შოკოლადის კანფეტი;
კარამელის კანფეტი;
ქათამი;
კარაქი;
ზეთი;
ლობიო;
შაქარი;
ფქვილი;
ტორტის მაგვარი ნამცხვარი;
რულეტი;
ბრინჯი;
ჩაი.
უფასო სასადილოების ბენეფიციარებს სასურსათო კალათები ადგილზე გადაეცემათ.

ხოლო, იმ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც უფასო სასადილოების ბენეფიციარები არ არიან, სასურსათო კალათის მისაღებად შეუძლიათ, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, გამგეობებს მიმართონ, დაწერონ განცხადება და რესურსის არსებობის შემთხვევაში, სასურსათო კალათას მათაც გადასცემენ.

1 სულზე 1 სასაჩუქრე პაკეტია გათვალისწინებული, 2-3-სულიან ოჯახზე – 2 სასაჩუქრე პაკეტი, 4-5-სულიან ოჯახზე – 3 სასაჩუქრე პაკეტი, 6-7-სულიან ოჯახზე – 4 სასაჩუქრე პაკეტი და ასე შემდეგ.

დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ თბილისის მერიას ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 ან სასურველ გამგეობას მიმართოთ.

  "სამი დღეა ვცდილობ არაფერი ვთქვა, რადგან ვმონაწილეობ ამ სპექტაკლში - თუ გინდათ, გაგახარებთ და ამასაც გეტყვით, ოღონდ მხოლოდ ჩემზე!! ჩამითვალეთ დამარცხებად, ამაყი ვარ, რადგან უდიდეს რუსთაველთან დავმარცხდი!"-ლევან ხურციამ რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლში "ვეფხისტყაოსანი" ავთანდილის როლი შეასრულა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი