პარასკევი, მაისი 9, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„უნდა დავბრუნებულიყავი და დავბრუნდი... სულ ვგრძნობ, რომ ჩემი შვილი ჩემთან არის“ -...

„უნდა დავბრუნებულიყავი და დავბრუნდი… სულ ვგრძნობ, რომ ჩემი შვილი ჩემთან არის“ – როგორ ცხოვრობს დოდო გუგეშაშვილი ტრაგედიიდან 6 წლის შემდეგ?

დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის სახ­ლში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ი­დან თე­ბერ­ვალ­ში 6 წელი გა­ვი­და. სა­ბე­დის­წე­რო ღა­მის მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია, მას 20 წელი მი­უ­სა­ჯეს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მო­ძი­ე­ბას არ და­უდ­გე­ნია, ვინ იყო სის­ხლი­ა­ნი და­ნა­შა­უ­ლის დამ­კვე­თი, ვის სურ­და თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნი­კი­სა და მისი ვა­ჟის ლიკ­ვი­და­ცია.

2018 წლის 7 თე­ბერ­ვალს აფხა­ზე­თის ომის ვე­ტე­რა­ნი, იმ დღეს სახ­ლში შვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი შე­იჭ­რა. და­ქი­რა­ვე­ბულ­მა მკვლელ­მა ია­რა­ღით მოკ­ლა დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის ერ­თა­დერ­თი ვაჟი, ხოლო თა­ვად სამ­ხედ­რო სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა.

რო­გორ ცხოვ­რობს ტრა­გე­დი­ი­დან ექ­ვსი წლის შემ­დეგ და რას ფიქ­რობს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, ქალ­ბა­ტო­ნი დოდო AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რე­ბა.

– ჩემს თავს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე რთუ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­მი­ტარ­და, დიდ­ხანს მქონ­და წო­ლი­თი რე­ჟი­მი და სა­კუ­თარ თავ­ში ვი­პო­ვე ძალა, რომ საქ­მეს დავ­ბრუ­ნე­ბო­დი. ამა­ში ისევ ჩემი შვი­ლი და­მეხ­მა­რა, ჩვენ დე­დაშ­ვი­ლო­ბის გარ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. ვიცი, რომ მას სხვა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩემი ყოფ­ნა არ გა­ა­ხა­რებ­და, არ მი­მი­ცია თა­ვის­თვის უფ­ლე­ბა, რომ მხო­ლოდ სა­კუ­თარ ტრა­გე­დი­ა­ში მე­ცხოვ­რა. ასე­ვე ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ჩემი მო­ძღვა­რი, მამა ლე­ვან ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი, ჩემი მე­გობ­რე­ბი, ის დე­დე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნო­ბას შეს­წი­რეს შვი­ლე­ბი. წლე­ბია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია მაქვს, “და­ი­ცა­ვი შენი წილი სამ­შობ­ლო”. ჩვენ არა­ვის­გან არ ვი­ღებთ ფულს, სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით. გვაქვს მი­ნი­მა­ლუ­რი სა­წევ­რო, ოფი­სიც არ გვაქვს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა არ­ჩევ­ნებ­ზე ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას დამ­კვირ­ვებ­ლის სტა­ტუ­სით.

– 2020 წელს და­ა­კა­ვეს ტრა­გე­დი­ის მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვე ზაზა მურ­ჯიკ­ნე­ლი, რო­მელ­საც 20 წელი მი­უ­სა­ჯეს, ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან რისი თქმა შე­გიძ­ლი­ათ?

– მე მას­თან არა­სო­დეს არ მქო­ნია გა­დაკ­ვე­თის წერ­ტი­ლი, საქ­მეს ჰყავს დამ­კვე­თი, რო­მე­ლიც შე­ას­რუ­ლა კი­ლერ­მა მურ­ჯიკ­ნელ­მა. ახ­ლაც ასე ვფიქ­რობთ, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლო­დან არ ყო­ფი­ლა შეკ­ვე­თი­ლი, მაგ­რამ არ ვი­ცით, სა­ი­დან იყო.

– დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ, რომ ის არის კი­ლე­რი?

– დიახ, მე ამო­ვი­ცა­ნი. ძა­ლი­ან კარ­გად იმუ­შა­ვა მა­შინ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნომ, ან­ძე­ბი, მისი მან­ქა­ნა, იმ დღეს, რო­დე­საც მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა, ის ცრუ მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლებ­საც უნდა და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნათ რომ თბი­ლის­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და მკვლე­ლი, სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ტყდნენ, რომ არ უნა­ხავთ რე­ა­ლუ­რად. იყო უამ­რა­ვი სხვა ფაქ­ტო­რიც, მო­სა­მარ­თლის მიერ სან­ქცი­რე­ბუ­ლი მოს­მე­ნა, სა­დაც ვე­რა­ვინ წა­ვი­დო­და იმ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. მე მას­თან არა­სო­დეს მქო­ნია გა­დაკ­ვე­თის წერ­ტი­ლი. რო­გორც გა­ირ­კვა, იყო ჯერ იგორ გი­ორ­გა­ძეს­თან, შემ­დეგ კუდ­ში, ასე­ვე იყო ეგ­რეთ წო­დე­ბულ მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი, ესეც გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, თო­რემ მე მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დი. საკ­მა­ოდ დიდი დრო დას­ჭირ­და გა­მო­ძი­ე­ბას, ორი წელი, რომ ამ ადა­მი­ა­ნის კვალ­ზე გა­სუ­ლიყ­ვნენ, რო­მე­ლიც კი­ლე­რი აღ­მოჩ­ნდა.

  დაიღუპა ქალი, რომელსაც ხელში ბომბი აუფეთქდა, ის ბომბის ბანკომატში ჩადებას გეგმავდა

– მისი მი­ზა­ნი რა იყო?

– არ ვიცი, ვე­რა­ფერს გე­ტყვით, სა­ვა­რა­უ­დოდ, დამ­კვეთს ჰქონ­და და­ვა­ლე­ბუ­ლი ჩემი და ჩემი ვა­ჟის ლიკ­ვი­და­ცია. ჩემი ფაქ­ტო­რი იყო მთა­ვა­რი, ოღონდ არ ვიცი რა­ტომ. ჩემს ვაჟს რამ­დე­ნი­მე­ჯერ ჰყავ­და ნა­ნა­ხი და არც ის უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო ცო­ცხა­ლი, რომ შემ­დეგ არ ამო­ეც­ნო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი შვი­ლი შე­ე­ბა მას, ერ­თა­დერ­თმა ტყვი­ამ, რო­მე­ლიც სა­ძი­ლე არ­ტე­რი­ა­ში მოხ­ვდა, და­ამ­თავ­რა ჩემი სი­ხა­რუ­ლი.

– წლე­ბის მან­ძილ­ზე ცნო­ბი­ლი იყა­ვით, რო­გორც ძლი­ე­რი ქალი. ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ყვე­ლა ელო­და, რო­გორ დაბ­რუნ­დე­ბო­დით სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში….

– მე უნდა დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი და დავ­ბრუნ­დი. არ მი­მი­ცია ჩემი თა­ვის­თვის იმის უფ­ლე­ბა, რომ ეს ტრა­გე­დია არ გა­და­მე­ტა­ნა. მარ­ტო მე არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ამ ცხოვ­რე­ბა­ში სი­ხა­რუ­ლი და­ამ­თავ­რა. არი­ან დე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც აგ­რძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას უსი­ხა­რუ­ლოდ და არ ნებ­დე­ბი­ან ტრა­გე­დი­ას.

ახ­ლაც იგი­ვე საქ­მე გა­ვაგ­რძე­ლე, რომ­ლი­თაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ თავს ამო­ცა­ნას და­უ­სა­ხავს, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და ტრა­გე­დი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ის უნდა შე­ას­რუ­ლოს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია უფ­ლი­სად­მი რწმე­ნაც ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა, და ის მა­გა­ლი­თე­ბი, რაც ჩემს ირ­გვლივ არის გმი­რი დე­დე­ბის სა­ხით, ასე­ვე ის ბი­ჭე­ბი, ომი­დან სულ და სხე­ულ და­ჩე­ხი­ლე­ბი და­უბ­რუნ­დნენ სა­მო­ქა­ლა­ქო ცხოვ­რე­ბას. ჩვენ ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ვჭირ­დე­ბით.

– დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ან პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

– პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­თან არ გვაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა და არც პარტნი­ო­რე­ბი ვართ სხვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის. არ ვთვლი, რომ ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­კე­თილ­დღე­ოდ მუ­შა­ო­ბენ. ბევ­რჯერ ჰქონ­დათ მცდე­ლო­ბა ქვეყ­ნის აწეწ­ვის. ჩემ­მა თა­ო­ბამ ეს პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან მწა­რედ გა­და­ვი­ტა­ნეთ. ჩვენ ვცდი­ლობ ხელი შე­ვუ­შა­ლოთ ქვეყ­ნის რყე­ვებს.

– მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ცი­ხე­ში ყოფ­ნა­ზე რას ფიქ­რობთ?

– ის დღემ­დე იმ­ყო­ფე­ბა ვი­ვა­მე­დის კლი­ნი­კა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბულ პი­რო­ბებ­ში და უკვე ძა­ლი­ან მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლია და სა­სა­ცი­ლოა არა­ერ­თგზის გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­თომ მო­წამ­ვლე­ბი, თუმ­ცა უცხო­ელ­მა ექ­სპერ­ტებ­მა ყვე­ლა ეს არ­სა­ი­დან მო­ტა­ნი­ლი „ფაქ­ტი“ გა­ა­ცამ­ტვე­რეს. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა­ნა­ი­რად არ სჭირ­დე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა ან მას­ზე ზე­წო­ლა, ვი­ნა­ი­დან ის იყო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და მის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა არის პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში.

  როგორი ამინდი იქნება 27-29 აგვისტოს საქართველოში

– რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომს რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით, ფიქ­რობ­დით, რომ ამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბო­და სა­ო­მა­რი სი­ტუ­ა­ცია?

– ვგრძნობ­დი, რომ ომი ამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბო­და, დიდი სა­ხელ­მწი­ფოა უკ­რა­ი­ნა და მარ­ტო არ იყო ამ ომში, რო­გორც ჩვენ ვი­ყა­ვით მარ­ტო 90-იან წლებ­ში და 2008 წელს. მა­შინ არა­ვის აზ­რად არ მოს­ვლია ჩვე­ნი გვერ­დში დგო­მა. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი გამ­ძლე, მე­ო­მა­რი ერია, გა­ვიხ­სე­ნოთ მათი პარ­ტი­ზა­ნუ­ლი ბრძო­ლე­ბი. ყვე­ლა წე­სით უკ­რა­ი­ნამ უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს თა­ვი­სი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი. რუ­სე­თი თუ უკ­რა­ი­ნა­ში კი­სერს არ წა­იმ­ტვრევს, ძა­ლი­ან ცუდი იქ­ნე­ბა, რად­გან შემ­დეგ მისი გაშ­ლი­ლი ბო­რო­ტი მხრე­ბი, მთელ მსოფ­ლი­ოს უბე­დუ­რე­ბას და­ა­ტეხს.

რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნას, მათი მთავ­რო­ბა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მტე­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. არ იმ­სა­ხუ­რებს სა­ქარ­თვე­ლო ამ მტრო­ბას, და­უ­ნა­ხა­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჰყავთ. რო­დე­საც 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თი შე­მო­იჭ­რა, მა­შინ­დე­ლი უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში იუ­ლია ტი­მო­შენ­კო იყო, დიდი პარ­ტია ჰყავ­და. სამ­წუ­ხა­როდ, იმ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­დამ­ჭე­რი რე­ზო­ლუ­ცია ვერ გა­ვი­და და პი­რი­ქით, მე­ო­რე რე­ზო­ლუ­ცია შე­ვი­და იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ომი სა­ქარ­თვე­ლომ და­ი­წყო. კი­დევ კარ­გი, ამ რე­ზო­ლუ­ცი­ამ ვერ და­აგ­რო­ვა სა­თა­ნა­დო ხმე­ბი. ასე­ვე არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ მაგ დროს უკ­რა­ი­ნულ­მა ჯარ­მა წი­თელ მო­ე­დან­ზე აღ­ლუმ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­დე­საც 2008 წელს ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, ოკუ­პან­ტმა და­ჯიჯგნა.

რო­დე­საც რუ­სე­თი 2022 წელს შე­იჭ­რა უკ­რა­ი­ნა­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სეთს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ნა­წი­ლი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს, სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერთი ინი­ცი­ა­ტო­რი და ხე­ლის­მომ­წე­რია, გა­ე­რო­ში შე­ტა­ნი­ლი გან­ცხა­დე­ბი­სა, რომ რუ­სე­თი ეც­ნოთ ტე­რო­რის­ტულ სა­ხელ­მწი­ფოდ. არც ამის და­ნახ­ვა უნდა უკ­რა­ი­ნის დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ იმ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბა­ზე და რე­ზო­ლუ­ცი­ებ­ზე, რაც სა­ქარ­თვე­ლომ უკ­რა­ი­ნის მი­მართ გა­ი­ღო, რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლუ­რად, ასე­ვე პო­ლი­ტი­კურ-მო­რა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით.

– ალ­ბათ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რიც არის…

– ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­კუ­თარ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უა­რის მთქმე­ლი, ერთი ადა­მი­ა­ნის, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის გამო, სა­ხელ­მწი­ფომ არ უნდა იკად­როს და აკად­როს მის მე­გო­ბარ ქვე­ყა­ნას ის მტრო­ბა, რო­გორც უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბა იქ­ცე­ვა… არც ის დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ მა­შინ რო­დე­საც უკ­რა­ი­ნი­სად­მი მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ელ­ჩე­ბი არ­ცერ­თი გა­უ­ძე­ვე­ბი­ათ უკ­რა­ი­ნი­დან, რო­დე­საც მე­გობ­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ომის დროს და­ტო­ვეს უკ­რა­ი­ნა, ჩვე­ნი ელჩი და არც კონ­სუ­ლი არ წა­მო­სუ­ლან უკ­რა­ი­ნი­დან და ისი­ნი მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლე­ბენ, რო­გორც იქ­ცე­ვი­ან მე­გობ­რე­ბი, კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი და ბო­ლოს და ბო­ლოს კა­ცე­ბი.

  რატომ არის საბედისწერო ბოშა ქალის ნაწინასწარმეტყველები სიკვდილი და რა გავლენას ახდენს „ქუჩაში გამოჭერილ კლიენტზე“ ბოშების სიტყვა და მზერა

– ინ­ტერ­ვი­უს და­სას­რულს, იმ თე­მას მი­ვუბ­რუნ­დეთ, რი­თაც სა­უ­ბა­რი და­ვი­წყეთ, რო­დე­საც თქვე­ნი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, ყვე­ლა წერ­და, რომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლი გყავ­დათ…

– ჩვენ ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ვცხოვ­რობ­დით, ბი­ნაც არ გვქონ­და, მაგ­რამ ჩვენ გვქონ­და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, ოჯა­ხი და დედა-შვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც უმაღ­ლეს რან­გში გვქონ­და აყ­ვა­ნი­ლი. მეტ­საც გე­ტყვით, ჩემი შვი­ლი იყო პატ­რი­ო­ტი, დე­დი­სერ­თო­ბის გამო ჯარ­ში არ წა­იყ­ვა­ნეს და ის მა­ინც ჩა­ე­წე­რა ერთ-ერთ ნა­წილ­ში და იქ მუ­შა­ობ­და. 2008 წელს, რო­დე­საც მე ჩემს თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად სა­დაც სა­ჭი­რო იყო, იქ ვი­ყა­ვი, ჩემი შვი­ლი ზურგჩან­თე­ბით გამ­ზა­დე­ბუ­ლი მე­გობ­რებ­თან ერ­თად ელო­და, რო­დის გა­მო­ი­ძა­ხებ­დნენ. დედა უსი­ნათ­ლო მყავ­და და ჩემ­მა შვილ­მა ჩემი და­ღუ­პუ­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლის და მო­იყ­ვა­ნა, რომ იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუ მას ომში და­უ­ძა­ხებ­დნენ.

ახ­ლაც, ჩემი შვი­ლი ყვე­ლა წამს ჩემს გვერ­დით არის. ისევ ერ­თად ვცხოვ­რობთ. დედა შვი­ლის და­ცი­ლე­ბა ასე მარ­ტი­ვად არ ხდე­ბა. სულ ვგრძნობ რო­გორ მა­მაგ­რებს. მიზ­ნად მაქვს და­სა­ხუ­ლი, რომ ჩემს შვილს არ ვატ­კი­ნო და უსარ­გებ­ლო არ გავ­ხდე. მე ამას ში­ნა­გა­ნად ვგრძნობ. სა­ერ­თოდ არ ვარ ემო­ცი­ე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, ჩემი ცხოვ­რე­ბი­დან და ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. არა­სო­დეს არა­ვის ვახ­ვევ თავს ჩემს გა­ჭირ­ვე­ბას და ტრა­გე­დი­ას, მე ვთვლი, რომ ეს ასე უნდა იყოს. რო­დე­საც ჩემი ცხოვ­რე­ბის გზა ავირ­ჩიე, ვი­ცო­დი, რომ ეკალ-ვარ­დე­ბით კი არ იქ­ნე­ბო­და მო­ფე­ნი­ლი, არა­მედ ეკალ-ბარ­დე­ბით. მე უნდა გა­მევ­ლო ეს გზა, იმი­ტომ რომ ჩემი არ­ჩე­ვა­ნი იყო.

– თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი მი­ზა­ნი ის არის, რომ გა­ი­გოთ, ვინ იყო ის ადა­მი­ა­ნი, ვინც კი­ლერს თქვე­ნი და თქვე­ნი შვი­ლის მო­შო­რე­ბა და­უკ­ვე­თა?

– რა­საკ­ვირ­ვე­ლია, და მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რო­გორც ორი წლის თავ­ზე დადო გა­მო­ძი­ე­ბამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ისე იქ­ნე­ბა ახ­ლაც. ერთი წა­მით არ შემ­პარ­ვია ეჭვი, რომ შე­დე­გი დად­გე­ბო­და. არა­ვის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი არ ვარ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოკ­ვდა­ვი ადა­მი­ა­ნი ვარ და მე მაქვს ჩემი სამ­შობ­ლოს ნდო­ბა. მე ვენ­დო­ბო­დი იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ამ საქ­მეს იძი­ებ­და და მათ­თვის ერთი წა­მით ხელი არ შე­მიშ­ლია.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი