საქალწულე აპკი არ არის სიწმინდისა და სექსუალური გამოცდილების ნიშანი – ეკა კვირკველია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია ქვეყანაში არსებულ სტერეოტიპებს საკუთარი ვიდეო მიმართვებით ყოველდღიურად ამსხვრევს და სექსუალური განათლების თვალსაზრისით, საზოგადოების ცნობიერებას ამაღლებს.

ამჯერად, მან ე.წ ქალიშვილობის ინსტიტუტის შესახებ ისაუბრა.

„ქალიშვილობის საკითხი სოციალური კონსტრუქციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებმა მოიგონეს, რასაც არ გააჩნია არანაირი ფიზიკური საფუძველი. საქალწულე აპკი ძალიან ელასტიკური და ცვალებადი ქსოვილია, რომელიც ინდივიდებში განსხვავდება. 

ის არ არის სიწმინდისა და სექსუალური გამოცდილების ნიშანი და არ არსებობს მეცნიერულად დასაყრდენი გზა, რომ განსაზღვრო, ქალწულობა კვლევისა და შეფასებისას. 

- Advertisement -
Ad imageAd image

ქალწულობას არ აქვს სამედიცინო ან სამეცნიერო განმარტება და ის არის სოციალური, კულტურული და რელიგიური კონსტრუქცია. 

მიუხედავად ამისა, კლინიკურ პრაქტიკაში, ექიმები ხშირად ვაწყდებით ქალწულობასთან დაკავშირებულ კითხვებსა თუ ეჭვებს. მაგალითად, სექსუალური ძალადობის შეფასებისას, ტრავმების შეფასებისას, ან თუნდაც, ჩვეულებრივი მოზარდის პროფილაქტიკური ვიზიტის დროს. ამ ყველაფერს ხშირად ახლავს ხოლმე თხოვნები, ან მოთხოვნები ქალწულობის შემოწმებაზე, ან სერტიფიკატის გაცემაზე, ნამდვილად ქალწულია თუ არა გოგონა….“

 

View this post on Instagram

 

A post shared by Eka Kvirkvelia (@dr.ekakvirkvelia)

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). საქალწულე აპკი არ არის სიწმინდისა და სექსუალური გამოცდილების ნიშანი – ეკა კვირკველია. 25 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/საქალწულე-აპკი-არ-არის-სი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi