სამშაბათი, მარტი 17, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარას ჰყვება ანი ჯავახი გიგა ავალიანის დედის შესახებ - „ვიდეო აუცილებლად უნდა...

რას ჰყვება ანი ჯავახი გიგა ავალიანის დედის შესახებ – „ვიდეო აუცილებლად უნდა ჩამეწერა. ყველა თქვენგანმა ნახა პროკურატურის მიერ დადებული ვიდეო, რომელიც გიგა ავალიანის საქმეს ეხებოდა“

მოცეკვავე ანი ჯავახი გიგა ავალიანის დედოს ეკა კუპატაძის შესახებ საუბრობს. ეკა კუპატაძე ანის მათემატიკის მასწვალებელი იყო.

„ვიდეო აუცილებლად უნდა ჩამეწერა. ყველა თქვენგანმა ნახა პროკურატურის მიერ დადებული ვიდეო, რომელიც გიგა ავალიანის საქმეს ეხებოდა. ეკა კუპატაძე იყო ჩემი ყველაზე საყვარელი და უძვირფასესი ადამიანი, რომელმაც მარტო მათემატიკა კი არა, ზოგადად, სწავლა შემაყვარა. გაზარდა უმაგრესი შვილები, ურთულესი ცხოვრება გამოიარა და შექმნა ზღაპრული ცხოვრება, რომლითაც ტკბებოდა. ვიღაცა ვიგინდარებმა ეს სიცოცხლე წაართვეს მას და გამოგლიჯეს ხელიდან. ეს არის მკვლელების ხროვა, „პატიოსანი დედიკოების შვილები“ როცა მკვლელს ხელს აფარებთ, თქვენც მკვლელები ხართ. ყველა, ვინც ამ საქმეში ფიგურირებს, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გაიგოს, რომ დანაშაული არის დანაშაული და ქუჩაში არ უნდა ხდებოდეს ის, ვისაც რა მოუნდება. ეკა მას, მიყვარხარ ძალიან და გამძლეობას გისურვებ. შენთან ვარ!“

 

  ამინდი უარესდება! - სინოპტიკოსების საგანგებო გაფრთხილება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი