პარასკევი, მაისი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისიმოინიშნეთ თარიღები, რაზეც ასტროლოგი გვაფრთხილებს - „ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან...

მოინიშნეთ თარიღები, რაზეც ასტროლოგი გვაფრთხილებს – „ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება“

ასტროლოგი რამაზ გიგაური მარტის არაეფექტიანი დროების შესახებ წერს და გვიზიარებს კონკრეტულ საათებს, როცა წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება.

„ასტროლოგიაში ე.წ. მთვარის „უკურსო მოძრაობის“ პერიოდი არაეფექტიანად ითვლება. მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება (ელექციურ ასტროლოგიაში მთვარე – საქმის რეალიზაციაზე მიანიშნებს).

ქვემოთ მითითებული დროის ყველა მონაკვეთი გამოთვლილია თბილისის სასაათო სარტყელის მიხედვით (GMT +4). ბუნებრივია, სხვა სასაათო ზოლში მცხოვრებმა ადამიანებმა დროის შესაბამისი განსხვავება უნდა გაითვალისწინონ.

დროის ამ პერიოდებში არ არის რეკომენდებული:
* მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება;
* კომპანიის, ორგანიზაციის რეგისტრაცია;
* მოლაპარაკების წარმოება და შეთანხმების დადება;
* საბუთების გაფორმება და მათზე ხელის მოწერა;
* ახალი საქმის დაწყება;
* ფულის დაბანდება ან სესხება-გასესხება;
* სერიოზული გადაწყვეტილების მიღება;
* რემონტის დაწყება;
* მსხვილი შენაძენები.

რეკომენდებულია:
* დასვენება;
* მედიტაცია;
* ვიზუალიზაცია;
* მუსიკის მოსმენა;
* კითხვა;
* საყვარელი საქმის კეთება;
* რაღაცის მოწესრიგება, დასუფთავება“, – წერს ასტროლოგი.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  წყლის ხარისხთან დაკავშირებით GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი