სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის-ატესტატის მისაღებად განცხადების მიღება 23 ივნისიდან დაიწყება!
სად ხდება ატესტატის აღება?
იუსტიციის სახლები
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოები
მისამართების სია: https://sda.gov.ge/?page_id=5872
განაცხადის მიღების ვადა: 2025 წლის 31 დეკემბერი
ვის შეუძლია ატესტატის მიღებაზე განაცხადის გაკეთება?
თავად მოსწავლეს (თუ უკვე აქვს პირადობის მოწმობა)
კანონიერ წარმომადგენელს (არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი ან მინდობილი პირი)
წარსადგენი დოკუმენტები:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
2. სახელი/გვარის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში)
3. წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (კანონიერი წარმომადგენლისთვის)
რამდენ ხანში გაიცემა ატესტატი?
ატესტატის უფასოდ მისაღებად – განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში
ატესტატის დაჩქარებული წესით მიღება ფასიანია
