პარასკევი, თებერვალი 20, 2026
მთავარიაკრედიტაციაISO 15189:2022 ტრენინგი წარმატებით ჩატარდა — მონაწილეთა დაინტერესება მაღალი იყო

ISO 15189:2022 ტრენინგი წარმატებით ჩატარდა — მონაწილეთა დაინტერესება მაღალი იყო

26 ნოემბერს გაიმართა ონლაინ ტრენინგი თემაზე „ISO 15189:2022 — ლაბორატორიის ხარისხის მართვის საფუძვლები“, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კლინიკისა და ლაბორატორიის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრა წარმატებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 50-მდე მონაწილემ.

ტრენინგი მიზნად ისახავდა ლაბორატორიული პროცესების ხარისხის მართვის გაძლიერებას, ISO 15189:2022 სტანდარტის სწორად გაგებასა და მისი პრაქტიკული დანერგვის მხარდაჭერას. მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ცოდნა ხარისხის სისტემების მართვის, რისკებზე დაფუძნებული აზროვნებისა და თანამედროვე კონტროლის მეთოდების შესახებ.

ტრენინგის ძირითადი თემები

  • ISO 15189:2022-ის მოთხოვნების სწორი ამოკითხვა
  • Pre-analytical, Analytical და Post-analytical რისკების მართვა
  • QMS–ის ძირითადი პრინციპები და მათი პრაქტიკული დანერგვა
  • რისკებზე დაფუძნებული აზროვნება (RBT) და PDCA ციკლი
  • IQC/EQA — ხარისხის კონტროლის თანამედროვე მიდგომები
  • ISO აუდიტებზე გავრცელებული შეცდომები საქართველოში
  • რეალური შემთხვევები ადგილობრივ ლაბორატორიებში

ტრენერი

ტრენინგს უძღვებოდა ასოცირებული პროფესორი მალხაზ ბაბუაშვილი, ლაბორატორიული ხარისხისა და უსაფრთხოების განვითარების ექსპერტი და Accreditation Canada Diagnostics-ის საქართველოს გუნდის კოორდინატორი.

მისი მრავალწლიანი გამოცდილება და პრაქტიკული მაგალითები განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა მონაწილეთათვის.

სერტიფიკატები და შედეგები

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცა Accreditation Canada-ის ოფიციალური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მათი პროფესიული უნარების გაღრმავებას ISO 15189:2022 სტანდარტის მიმართულებით.

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  mRNA ვაქცინა ტვინის სიმსივნისთვის — რეალური გარღვევა თუ ნაადრევი იმედი?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights