ჰანტავირუსული ინფექცია არსებობს ორი ძირითადი სახით

0
852
ჰანტავირუსული ინფექცია
#post_seo_title

ჰანტავირუსული ინფექცია

1.ზოგადი მიმოხილვა – ჰანტა ვირუსით გამოწვეული ჰემორაგიული ცხელება არსებობს ორი ძირითადი სახით:
1. ჰემორაგიული ცხელება ფილტვის  სინდრომით (HPS), არის რესპირატორული დაავადება, რომელიც უპირატესად აზიანებს ფილტვებს და
2. ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით (HFRS), რომელიც  უპირატესად აზიანებს თირკმელებს.
ჰემორაგიული ცხელება ფილტვის  სინდრომით (HPS):
 ჰანტა ვირუსის პულმონარული სინდრომი – ახასიათებს ცხელება, ზოგადი სისუსტე,  სურდო, ხველა, ყელის ტკივილი, მიალგია, ასევე ფილტვების ორმხრივი შუალედური ინფილტრატი და სუნთქვის უკმარისობა, რაც შეიძლება გადაიზარდოს მწვავე კარდიო–პულმონარულ ფაზაში და გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკმარისობა. კლინიკური ლაბორატორიული კვლევით ჩვეულებრივ ვლინდება ჰემოკონცენტრაცია, ლეიკოციტების ფორმულის მარცხნივ გადახრა, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, თრომბოციტოპენია და ცირკულირებადი იმუნობლასტები.
ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით (HFRS) – საწყისი სიმპტომებია: 
ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, შეიძლება გადიდდეს ღვიძლი და ელენთა. გახშირებული გულის ცემა და სისხლის წნევის შემცირება. სახის კისრის, გულ–მკერდის ზედა ნაწილის ჰიპერემია, სკლერების ინიცირება, კონიუნქტივიტი, მე–3–4 დღიდან პეტექიური გამონაყარი, შემდგომში პურპურა, ხოლო მძიმე შემთხვევებში ექკიმოზი. მოგვიანებით ვლინდება ჰემორაგიული მოვლენები: სისხლჩაქცევები სკლერაზე, მიოკარდიუმში, ფილტვებში, თავის ტვინში, სხვა ორგანოებში და სისხლდენები.
HFRS-ისათვის  დამახასიათებელია თირკმლის სინდრომი – მცირდება დიურეზი, ვითარდება: ანურია, პროტეინურია, აზოტემია, რომელსაც მოსდევს თირკმლისმიერი ეკლამფსია და თირკმლის კაფსულის გასკდომა. პერიფერიულ სისხლში ლეიკოპენია და თრომბოციტოპენიაა, შემდეგ ნეიტროფილური ლეიკოციტოზი ფორმულის მარცხნივ გადახრით.
დაავადებულ პირებში ლეტალობა HPS–ის შემთხვევაში მაღალი 1-50%–ია, ხოლო HFRS–ის შემთხვევაში  ზომიერი 1-15%.
მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ჰანტავირუსია გავრცელებული:
1. ჰაანტაანი, რომელიც კლასიკურ თირკმლის სინდრომით მიმდინარე ჰემორაგიულ ცხელებას იწვევს, და სეულის ვირუსები სამხრეთ აღმოსავლეთ აზიასა და აღმოსავლეთ რუსეთშია გავრცელებული. ვვროპასა და რუსეთში გავრცელებულია Puumala (PUUV) და Dobrava-Belgrade (DOBV) ვირუსები, რომლებიც იწვევენ როგორც მსუბუქ, ისე მძიმე კლინიკურ ფორმებს. შემთხვევები აღრიცხულია საქართველოშიც.
2. გამომწვევი აგენტი– ჰანტა ვირუსი მიეკუთვნება Bunyaviridae–ის ოჯახს. დაავადების გამომწვევია Hantaan–ის გვარის (Puumala virus, Seoul virus და სხვა) ვირუსები.
3. მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები-  რისკის ჯგუფში შედიან სოფლის მეურნეობის მაუშაკები, სამხედროები, მოგზაურები.
4. რეზერვუარი – ჰანტა ვირუსით ინფიცირებული მღრღნელები.
5. გადაცემის გზები – ვირუსით დაინფიცირება ხდება კონტაქტური, ალიმენტური და აეროზოლიზაციის და მათი შემდგომი ინჰალაციის გზით (ვირუსის ჰაერში მოხვედრით მღრღნელის შარდის, ფეკალიების, ნერწყვის და ბუდის მასალებიდან). ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა შესაძლებელია დაავადებული ცოცხალი ან გარდაცვლილი ადამიანის დაინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტის შედეგად.
 6. ინკუბაციური პერიოდი –  HPS-ის სიმპტომების გამოვლენა ხდება ექსპოზიციიდან 1-5 კვირის შემდეგ, ხოლო HFRS-ის სიმპტომები ვლინდება ექსპოზიციიდან 8 კვირის განმავლობაში.
7.  გადამდებლობის პერიოდი – დაავადებული ადამიანის სისხლთან და ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტისას, განსაკუთრებით სიმპტომების დაწყებიდან 1 კვირის განმავლობაში.
8. მიმღებლობა – ყველა ადამიანი ხდება ავად, ვისაც აქვს რისკის ფაქტორებთან შეხება.
9.   კონტროლის ღონისძიებები:
ა)პრევენციული ღონისძიებები :
• მღრღნელების წინააღმდეგ ბრძოლა
ბ)პაციენტის და კონტაქტების კონტროლი – პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული და ზუსტი კლინიკური დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა, როგორც ამბულატორიულ, ასევე ჰოსპიტალიზებულ შემთხვევაში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ცხელებით მიმდინარე სხვადასხვა დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია კლინიკური დიაგნოზი დადასტურებული იყოს ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე.
სავალდებულო/სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებაა. 
ერთეული (სპორადული) შემთხვევების გარდა, შესაძლებელია დაფიქსირდეს დაავადების ჯგუფური შემთხვევები და ეპიდაფეთქებები. ყველა საეჭვო შემთხვევა/შემთხვევები ექვემდებარება რეგისტრაციას გადამდებ დაავადებათა რეგისტრაციის ჟურნალ 60/A-ში და სასწრაფო შეტყობინებას (გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში)  შესაბამის  ეპიდემიოლოგიურ სამსახურში ნებისმიერი ხელთარსებული საშუალებით („სასწრაფო შეტყობინების ბარათი“ – ფორმა N58/1, ტელეფონი, ფაქსი, თუ ელ-ფოსტა). შეტყობინების მიღებისთანავე ეპიდემიოლოგი იწყებს შემთხვევის/შემთხვევების კვლევას სტანდარტული ეპიდკვლევის ბარათის შესაბამისად. საჭიროა შემთხვევის სასწრაფოდ შეტყობინება ლოკალურ და ცენტრალურ დონეზე.
გ) ეპიდსაწინაამღდეგო ღონისძიებები – ინფექციის წყაროს და გადაცემის გზების დადგენა. სავარაუდო წყაროსთან ექსპოზირებულებზე მეთვალყურეობა.
დ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა –  დაავადების უფრო ფართოდ გავრცელებას ხელს უწყობს კლიმატის გლობალური ცვლილება.
ე) საერთაშორისო  ღონისძიებები – არ შეესაბამება
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ის, რაც ადამიანების უმეტესობას მხოლოდ ტუჩზე გამონაყარად მიაჩნია, სინამდვილეში ბევრად საშიშია - მხოლოდ ერთი საათია საჭირო იმისთვის, რომ ჰერპესი ადამიანის გენებში შეიჭრას

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ