ქალებში ალცჰაიმერის დაავადება ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში.
ეს განსხვავება არ აიხსნება მხოლოდ იმით, რომ ქალები უფრო დიდხანს ცოცხლობენ. არსებული მონაცემებით, დაახლოებით 80 წლის ასაკიდან ქალებში ალცჰაიმერის დიაგნოზის ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე იმავე ასაკის კაცებში.
კვლევები აჩვენებს, რომ ბიოლოგიური ფაქტორები, როგორიცაა მენოპაუზის დროს ჰორმონული ცვლილებები, და სოციალური ფაქტორები, როგორიცაა გენდერული უთანასწორობა, ერთობლივად მოქმედებენ ქალებში ალცჰაიმერის განვითარების რისკის გაზრდაზე.ყოველწლიურად 1000 ქალიდან დაახლოებით 13-ს უვითარდება ალცჰაიმერი, მაშინ როცა კაცებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ შვიდია.
ქალად ყოფნა დამოუკიდებელი რისკ-ფაქტორია ალცჰაიმერის განვითარებისთვის.
ესტროგენი, ჰორმონი რომლის დონეც მენოპაუზის დროს მცირდება, გადამწყვეტ როლს ასრულებს ტვინის დაცვაში. როდესაც ესტროგენის დონე მცირდება, იწყება ცვლილებები ტვინის მეტაბოლიზმში, ცლილებები იწყება ასევე ანთებითი პროცესების და ცილების დაგროვებასთან კავშირში, რაც ხშირად შეინიშნება ალცჰაიმერის პაციენტებში.
ახალი მონაცემები ნეირომეცნიერებაში გვეუბნება, რომ მენოპაუზა არის არა მხოლოდ რეპროდუქციული გარდამავალი პერიოდი, არამედ ნევროლოგიურიც.
ტვინის ბურუსი, მეხსიერების პრობლემები და განწყობის ცვლილებები, რომლებსაც ზოგიერთი ქალი პერიმენოპაუზის დროს განიცდის, შეიძლება იყოს უფრო ღრმა კოგნიტური ცვლილებების ადრეული გამაფრთხილებელი ნიშნები, რასაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ალცჰაიმერის დაავადების პრევენციისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ალცჰაიმერის დაავადება განკურნებადი არ არის, კვლევები მიუთითებს ცხოვრების სტილის ცვლილებებზე და სამედიცინო ჩარევებზე, რომლებმაც შესაძლოა დაიცვან ტვინი მენოპაუზის დროს და მის შემდეგ.
თუ მენოპაუზის დროს შეამჩნევთ გახშირებულ გულმავიწყობას, კონცენტრირების სირთულეს ან განწყობის მნიშვნელოვან ცვლილებებს, განიხილეთ ეს საკითხები თქვენს ექიმთან.
კვლევები მიუთითებს, რომ ესტროგენის ჩანაცვლებითი თერაპია შეიძლება დაეხმაროს კოგნიტური დაქვეითების პრევენციას, თუ ის დაიწყება სწორ დროს. თუმცა, საჭიროა თვითოეული შემთხვევის პერსონალიზება და ექიმთან კონსულტაცია კონკრეტული ქალის შემთხვევაში რისკებისა და სარგებლის განსახილველად.
საჭიროა ტვინის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ცხოვრების სტილის პრიორიტეტად გადაქცევა. ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტებით მდიდარი დიეტა, რომელიც მოიცავს საკმარის ცილას და ბოჭკოს, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და ხარისხიანი ძილი ხელს უწყობს კოგნიტური ფუნქციის გაუმჯობესებას გრძელვადიან პერსპექტივაში.
დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალური და მენტალური აქტიურობის შენარჩუნებას. ტვინის აქტიურობა სწავლის, სოციალური ურთიერთობებისა და სტრესსზე ადეკვატური პასუხის გზით შეიძლება დაეხმაროს ნეიროდეგენერაციული დაავადებების მიმართ მდგრადობის გაუმჯობესებას.
მნიშვნელოვანია, რომ მენოპაუზა განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხი, არამედ როგორც ნევროლოგიურად გარდამავალი პერიოდი. ეს ცოდნა საშუალებას მოგვცემს მენპაუზაზე შიშით საუბარი ჩავანაცვლოთ პროაქტიული ზრუნვით თავის ტვინზე.ქალებმა, რომლებიც გადიან მენოპაუზას, მნიშვნელოვანია იცოდნენ ამ კავშირის შესახებ და მიიღონ პრევენციული ზომები.
ალცჰაიმერის და დემენციის მიმართულებით მეტი კვლევაა საჭირო, განსაკუთრებით იმის გასაგებად, თუ როგორ მოქმედებს ჰორმონული ცვლილებები ტვინის ჯანმრთელობაზე. თუმცა, უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმისათვის, რომ დავიწყოთ განათლება და პრევენციული ზომების მიღება ქალების თავის ტვინის ჯანმრთელობის დასაცავად.
რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული ალცჰაიმერის განვითარების რისკი შევამციროთ?
1. უნდა გავითვალისწინოთ ჰორმონალური თერაპია და განსაკუთრებით, მისი დაწყების დრო -კვლევები ადასტურებს, რომ ჰორმონალური თერაპია ყველაზე ეფექტური მეთოდია ტვინის დასაცავად, თუ ის იწყება მენოპაუზამდე ან მენოპაუზიდან პირველი 5-7 წლის განმავლობაში, რომელიც ტვინისთვის ყველაზე კრიტიკულ პერიოდად მიიჩნევა. თუმცა, აუცილებელია პერსონალიზებული მიდგომების განვითარება, რომლის დროსაც გაითვალისწინებული იქნება ქალის ასაკი, ჯანმრთელობის სტატუსი, ჰორმონების ტიპი და დოზირება. ბოლო პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით, ყველა ექსპერტი თანხმდება იმაზე, რომ მენოპაუზის ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დასანიშნად, ერთი ზომა ერგება ყველას- მოდელის გამოყენება არ მუშაობს.
2. პერიმენოპაუზის და მენოპაუზის დროს, ყურადღება უნდა გავორმაგოთ კვებასთან დაკავშირებით- ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები (თევზი, კაკალი) და ანტიოქსიდანტები, კენკრა, მაგალითად, მწანე ჩაი და სხვა.. ამცირებენ ნეიროანთებას.
3. რეგულარული ფიზიკური აქტივობა ამცირებს ნეიროანთებას და აძლიერებს ტვინის ნეიროტროფული ფაქტორების (განსაკუთრებით კი ზრდის ფაქტორის, BDNF-ის) გამომუშავებას, რაც უმნიშვნელოვანესია ტვინის ჯანმრთელობისა და კოგნიტური ფუნქციის შენარჩუნებისთვის.
4. კოგნიტური ვარჯიშები, როგორიცაა ახალი ენის შესწავლა ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, აძლიერებს ნეირონთაშორის კავშირებს და ხელს უწყობს ტვინის პლასტიურობას.
5. 7-8 საათიანი ხარისხიანი ძილი უზრუნველყოფს ტვინის ეფექტურ გაწმენდას ტოქსინებისგან გლიმფური სისტემის გააქტიურებით.
ეს სისტემა განსაკუთრებით აქტიურია ღრმა, ნელტალღოვან ძილში, როცა ტვინის უჯრედებს შორის სივრცე ფართოვდება და ტოქსინები ადვილად გამოიდევნება ტვინიდან.
ძილის დარღვევა ან ქრონიკული უძილობა ამცირებს გლიმფური სისტემის ეფექტურობას და ზრდის ალცჰაიმერის და სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებების რისკს.
მენოპაუზა არ არის მხოლოდ წამოხურებების, ღამის ოფლიანობის ან განწყობის ცვლილებების პერიოდი. ეს არის ტვინის გადაწყობის, ხელახალი ორგანიზების კრიტიკული ეტაპი, როდესაც ჩვენმა არჩევანმა და ქმედებებმა შეიძლება გადაწყვიტოს, იქნება თუ არა ალცჰაიმერის დაავადება ჩვენი მომავლის შემადგენელი ნაწილი.
მეცნიერება გვაძლევს იარაღს ცოდნის სახით. გვეუბნება, რომ ტვინს პლასტიურობა ახასიათებს- მენოპაუზის დროს ტვინი ინარჩუნებს ნეირონების რეორგანიზაციის შესაძლებლობას.
პრევენციას დიდი ძალა აქვს- ჰორმონალური თერაპიის გარდა, ისეთი ფაქტორების გათვალისწინებამ, როგორიცაა კვება, ვარჯიში და სტრესზე ადექვატური პასუხი, შეიძლება ალცჰაიმერის რისკი 40%-მდე შეამციროს.
ცოდნა ძალაა და ეს ცოდნა საშუალებას გვაძლევს ავირჩიოთ არა მხოლოდ ხანგძლივი, არამედ კოგნიტურად ჯანმრთელი ცხოვრება. დღეს მოქმედება ნიშნავს მომავალში ინვესტიციას ჩვენი ტვინისთვის.
კვლევები აჩვენებს, რომ ტვინის 70%-მდე ნეიროდეგენერაციული ცვლილებები ალცჰაიმერის დიაგნოზამდე 20-30 წლით ადრე იწყება; მენოპაუზა არის საგანგებო სიგნალი – დრო, როცა პრევენცია ძალიან ეფექტურია.
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.
Alzheimer’s disease is twice as common in women as in men, and this difference cannot be explained solely by women’s longer lifespan.
Menopause is a critical period, as hormonal changes, particularly the decline in estrogen, contribute to increased risk.
Estrogen plays a protective role in brain health by influencing glucose metabolism and reducing inflammation.
Hormone replacement therapy (HRT) may help mitigate this risk if started early in menopause.
Lifestyle changes, such as a balanced diet rich in omega-3 fatty acids and antioxidants, regular physical activity, cognitive exercises, and quality sleep, can also support brain health.
To reduce Alzheimer’s risk during menopause:
1. Consider Hormone Therapy- Early initiation may be beneficial.
2. Dietary Changes- Focus on omega-3 fatty acids and antioxidants.
3. Regular Exercise- Enhances neurotrophic factors.
4. Cognitive Activities- Supports brain plasticity.
5. Quality Sleep – Essential for brain detoxification.
https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC9986694/?utmhttps://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC6226313/…https://www.nature.com/articles/s41598-021-90084-yhttps://www.nature.com/articles/s41591-025-03564-3https://www.nature.com/articles/s41598-021-90084-yhttps://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC11030497/?utmhttps://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC11030497/?utmhttps://elifesciences.org/…/study-highlights-complexity-of…https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/39601891/https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC6296262/?utm
წყარო: https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC9986694/?utm