10 ნიშანი, რომელიც თირკმლის პრობლემის შესახებ მიგვანიშნებს:
უძილობა, ან ძილის რეჟიმის დარღვევა
კვლევების თანახმად, შესაძლოა ძილის აპნოესა და თირკმლების ქრონიკულ დაავადებას (CKD) შორის კავშირი იყოს. ამ უკანასკნელმა დროთა განმავლობაში შესაძლოა დააზიანოს თქვენი ორგანოები და ასევე გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა. სხეულისთვის საკმარისი ჟანგბადის მიღებაში ხელისშეშლით, ძილის აპნოემ შეიძლება ნაწილობრივ დააზიანოს თირკმლები. ასევე თირკმლების ქრონიკულმა დაავადებამ (CKD) შეიძლება გამოიწვიოს ძილის აპნოე ყელის შევიწროებით, ტოქსინების დაგროვებითა და სხვა გზებით.
კანის ქავილი
კანის ქავილი სიმპტომურად შეიძლება გამოიხატოს მაშინ, როდესაც თირკმლები ვერ გამოდევნის ტოქსინებს და ისინი გროვდება სისხლში. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი, ან ქავილი. დროთა განმავლობაში, თირკმლებმა შეიძლება ვეღარ დააბალანსოს ორგანიზმში მინერალები და საკვები. ეს კი გამოიწვევს მინერალებისა და ძვლების დაავადებას, რის გამოც თქვენი კანი გახდება მშრალი და გექნებათ ქავილის შეგრძნება.
სახისა და ფეხების შეშუპება
როდესაც თირკმლები ეფექტიანად ვერ განდევნიან ნატრიუმს, ორგანიზმში გროვდება სითხე. ამ დროს სიმპტომურად შეიძლება გამოიხატოს ისეთი ჩივილები, როგორიცაა შეშუპებული ხელები, ფეხები, ტერფები, ან სახე. ასევე შარდში ცილის გაჟონვამ შეიძლება გამოიწვიოს თვალების ირგვლივ შეშუპება.
კუნთების კრამპი
სპაზმი, კრამპი ფეხებში, ან სხვაგან შესაძლოა იყოს ნიშანი თირკმლების ცუდი ფუნქციონირების. ნატრიუმის, კალციუმის, კალიუმის ან სხვა ელექტროლიტების დონის დისბალანსმა შეიძლება შეაფერხოს თქვენი კუნთებისა და ნერვების მუშაობა.
სუნთქვის გაძნელება
თირკმლების დაავადების დროს თქვენი ორგანოები ვერ გამოიმუშავებენ საკმარისად ჰორმონს, რომელსაც ერითროპოეტინი ეწოდება. ეს ჰორმონები აძლევენ ნიშანს თქვენს სხეულს რომ სისხლის წითელი უჯრედები წარმოქმნან. ამის გარეშე თქვენ შესაძლოა ანემია გქონდეთ, ან სუნთქვის უკმარისობა იგრძნოთ. სითხის დაგროვება არის ამ მდგომარეობის კიდევ ერთი მიზეზი. სერიოზულ შემთხვევებში, ამ დროს დაწოლა უფრო ცუდად გაგრძნობინებთ თავს, ისე თითქოს იხრჩობით.
დაბინდული გონება
როდესაც თირკმლები ვერ ფილტრავს ყველა ტოქსინს თქვენი ორგანიზმიდან, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ტვინზეც. ანემიამ შესაძლოა დაბლოკოს თქვენი ტვინი ჟანგბადის საჭირო რაოდენობისგან. შესაძლოა იგრძნოთ თავბრუსხვევა, ან პრობლემები მეხსიერებასთან და კონცენტრაციასთან. შეიძლება ისე დაიბნეთ რომ მარტივი დავალებების გაკეთებაც კი გაგიჭირდეთ.
უმადობა
თირკმლების დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ან მუცლის პრობლემები. რის გამოც არ გექნებათ მადა. ამის გამო კი შესაძლოა წონაში დაიკლოთ.
არასასიამოვნო სუნი
როდესაც თირკმლები ვერ ფილტრავენ ტოქსინებს, ამან შეიძლება შემდეგი მდგომარეობა – ურემია გამოიწვიოს, რა დროსაც ერთ-ერთი სიმპტომია არასასიამოვნო სუნი პირის ღრუში. ასევე ტოქსინებს თქვენს სისხლის მიმოქცევაში შეუძლია საკვებს მეტალის, ან სხვაგვარად უსიამოვნო გემო მისცეს.
ქაფიანი, ყავისფერი, ან სისხლიანი შარდი
ბუშტოვანი შარდი შეიძლება მიგვანიშნებდეს ჭარბს ცილაზე, რასაც ალბუმინი ეწოდება. ამის გამომწვევი თირკმლის პრობლემებიც არის. შარდის მხრივ საყურადღებოა ასევე მოყავისფრო, ან უფერო, ფერმკრთალი, ან სისხლიანი შარდი.