ქალები, რომლებსაც არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა ეკუთვნით.
ქალებს არაერთი აღმოჩენა ეკუთვნით, რომელმაც შეცვალა როგორც სამყარო, ასევე მეცნიეერება.
გავიხსენოთ წარსული დროის ის ქართველი თუ უცხოელი მეცნიერები, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით მეცნიერების განვითარებაში.
ქალი, რომელმაც 1898 წელს მეუღლესთან პიერ კიურისთან ერთად ქიმიური ელემენტები პოლონიუმი და რადიუმი აღმოაჩინა, პოლონელი მარია კიური იყო.
პირველი ქალი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო მეცნიერების ორ დარგში, – ფიზიკასა და ქიმიაში.
ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი როზალინდ ფრანკლინი მამის პროტესტის მიუხედავად მეცნიერი გახდა და მთელი მისი ცხოვრება ადამიანის სიცოცხლის შესწავლას მიუძღვნა. მისი მიღწევები საკმაოდ დიდი იყო როგორც ქიმიაში, ასევე ვირუსების სტრუქტურის კვლევაში. განსაკუთრებით ცნობილი კი დეენემის კვლევით გახდა. მან ქრომოსომების შემადგენელი ნაწილი აღმოაჩინა, რაც გენეტიკურ ინფორმაციას შიფრავს. თუმცა იმის გამო, რომ ის ქალი იყო, პატრიარქალურ გარემოში მას ხშირად ექმნებოდა პრობლემები.
გრეის ჰოპერი კი ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი ქალი გახლდათ, რომლის ამბავიც ყველაზე კარგად აღწერს 60-იანი წლებში ტექნოლოგიებში მყოფი ქალების მდგომარეობას.
1969 წელს მონაცემთა დამუშავების მართვის ასოციაციამ ჰოპერის წვლილი კომპიუტერული მეცნიერი მამაკაცის კატეგორიის ქვეშ აღიარა. რადგან იმ დროს ქალებისთვის ცალკე კატეგორია არ არსებობდა. გრეის დიდი წვლილი მიუძღვის თანამედროვე კომპიუტერული ენის ჩამოყალიბებაში. ის პირველი ადამიანი იყო, რომელმაც კომპიტერულ პრობლემას ბაგი უწოდა.
ლიზა მაიტნერი ოტო ჰანთან ერთად ხელმძღვანელობდა მეცნიერების მცირე ჯგუფს,, რომელმაც პირველად აღმოაჩინა ურანის ბირთვული დაშლის პროცესი. მათ აღმოაჩინეს, რომ ურანის ატომბირთვის ორ მცირე ბირთვად გაყოფისას დიდი რაოდენობით ენერგია გამოიყოფა. აღნიშნული საფუძვლად დაედო ბირთვულ რეაქტორებში სითბოს და შემდგომ ელექტროენერგიის გამომუშავებას. ისევე როგორც ბირთვული იარაღის შექმნას.
სიცოცხლის განმავლობაში მაიტნერმა არაერთი ჯილდო და წოდება მოიპოვა. თუმცა 1944 წელს ნობელის პრემია ქიმიაში ბირთვული დაშლის აღმოჩენისთვის მხოლოდ მის კოლეგას ოტო ჰანთს მიენიჭა.
მეცნიერებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართველ მეცნიერ ქალებსაც. ერთ-ერთი მათგანი კი ბარბარე ყიფიანია.
პირველი ქართველი მეცნიერი ქალი, რომელიც ევროპაში წარმატებით მოღვაწეობდა და ამის შესახებ არაერთი ევროპული გამოცემაც წერდა. ის იყო აკაკი შანიძის თანაშემწე და საქართველოს ხელოვნებათა კავშირის წევრი.
ეკატრინე ჯანდიერი-მაჭავარიანი აგრონომი იყო, რომელმაც შვეიცარიიდან არაერთი ტექნიკა ჩამოიტანა სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის.
1907 წელს ეკატერინემ ლონდონის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი დაამთავრა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საკუთარი სახსრებით ააშენა ბიბლიოთეკა, სკოლა, შექმნა საგლეხო ბანკი, მოაწყო ლაბორატორია.
ბუნებრივია, ქალი მეცნიერების სია უსასრულოა. დღემდე არაერთი მათგანი ქმნის სასწაულებს და ცვლიან სამყაროს უკეთესობისაკენ…
ლუკა ვადაჭკორიას სიუჟეტი.