სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჯანდაცვის სექტორში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების...

ჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჯანდაცვის სექტორში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხებზე, საჯარო ლექცია გაიმართა

„ჯანდაცვის მენეჯმენტის ეფექტურობის გაზრდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“ – აღნიშნულ თემაზე, საჯარო ლექცია ჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

უნივერსიტეტში, მოწვეულ სტუმრებსა და სამედიცინო საზოგადოებას, ამ მიმართულებით, საკუთარი და საერთაშორისო გამოცდილება, სტავანგერის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორმა, რობერტ კროეცბაუერმა გაუზიარა.

ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. მიხეილ სარჯველაძემ სისტემაში თანამედროვე მიდგომების დანერგვაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება, ორგანიზაციების მართვის ეფექტურობისა და პროდუქტიულობის მაქსიმალურად ზრდას შეუწყობს ხელს.

ღონისძიებაზე, ყურადღება გამახვილდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის რეგიონულ მნიშვნელობაზე. ცენტრი, უნივერსიტეტის ბაზაზე, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით შენდება. პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტში, ორი პროტონული ამაჩქარებელი, ანუ ციკლოტრონი განთავსდება. აქედან ერთი სრულად მოემსახურება სიმსივნური დაავადებების მკურნალობას, ხოლო მეორე ბირთვული ფიზიკისა და მაღალი ენერგიების დარგში ფუნდამენტურ კვლევებს. ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრის გახსნა 2026 წლისთვისაა დაგეგმილი. ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები, სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ, მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ჯანდაცვის სამინისტრომ ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights