სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი„მსურს განვმარტო რამდენიმე საკითხი, რომელიც გაშუქდა ბოლო სატელევიზიო პროგრამაში“ - გიორგი ფხაკაძე...

„მსურს განვმარტო რამდენიმე საკითხი, რომელიც გაშუქდა ბოლო სატელევიზიო პროგრამაში“ – გიორგი ფხაკაძე ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის წამყვანი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება – „პირველ რიგში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინტერვიუში ჩართულ პირებს არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტობისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ეს თემები განიხილონ პროფესიონალებმა“

„მსურს განვმარტო რამდენიმე საკითხი, რომელიც გაშუქდა ბოლო სატელევიზიო პროგრამაში.
პირველ რიგში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინტერვიუში ჩართულ პირებს არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტობისთვის და შესაბამისად, არ უნდა ისაუბრონ ისეთ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან. მნიშვნელოვანია, რომ ეს თემები განიხილონ პროფესიონალებმა, რომლებიც სპეციალურად მომზადებული არიან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებში.
მეორე, აღნიშნული ვირუსი არ არის ისეთივე სასიკვდილო, როგორც სტატიაში იყო ნაჩვენები.
ამჟამინდელი ლეტალობის მაჩვენებელი მხოლოდ 0.6%-ია, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია ადრე გამოცხადებულ მაჩვენებელთან შედარებით.
მესამე, რაც შეეხება გადაცემის გზას, ეს ვირუსი არ გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით. ის გადადის პირდაპირი კონტაქტით, მათ შორის სექსუალური კონტაქტით, ხელის ჩამორთმევით, კოცნით და თუნდაც ერთიდაიგივე საწოლის თეთრეულის გამოყენებით. ამჟამად ინფიცირებულთა უმრავლესობა (60%) ბავშვია  – 18 წლამდე და ქალები, რომლებიც არიან სექსუალური მუშაკები.
გარდა ამისა, მსურს ხაზი გავუსვა, რომ ამ ვირუსის გავრცელების ალბათობა საქართველოში ძალიან მცირეა. გავრცელების არ არის ისე, როგორც COVID-19. ამჟამად, საქართველო დგას ორი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევის წინაშე: COVID-19, რომელთანაც მეზობელი ქვეყნები სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან და დასავლეთ ნილოსის ცხელება, რომელიც დაფიქსირდა სომხეთში, რაზედაც “ექსპერტები” არ ამახვილებენ ყურადღებას.“
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, საავადმყოფო and ტექსტი გამოსახულება
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  დიაბეტი — თანამედროვე ცხოვრების შედეგი - 7 ნაბიჯი ტიპი 2 დიაბეტის თავიდან ასაცილებლად
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights