ყავის, კოფეინის სასარგებლო და მავნე თვისებები – რომელ პროდუქტებთან არ შეიძლება ყავის მიღება; რომელი ვიტამინებისა და მინერალების შეწოვას ამცირებს; თუ იღებთ ვიტამინებს ან სხვა რაიმე დანამატს, რამდენი ხნის შემდეგ შეგვიძლია მივირთვათ ყავა და რა დროის ინტერვალით; რამდენი ფინჯანი ყავა უნდა მივირთვათ ყოველდღიურად, რომ ორგანიზმის გამართულ ფუნქციონირებას არ შევუშალოთ ხელი.
მისი თქმით, ყავა ძალიან კარგი არის C ვიტამინით მდიდარ პროდუქტებთან, როგორიც არის ციტრუსები, ბულგარული, წიწაკა, ბროკოლი. C ვიტამინი რკინის შეწოვას აძლიერებს, ამიტომ თუ C ვიტამინით მდიდარ პროდუქტებთან ერთად შევჭამთ რკინით მდიდარ პროდუქტებს, ყავა უკვე ვეღარ მოახერხებს, რომ შეწოვას ხელი შეუშალოს“
„საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ძალიან ხშირია, ჰორმონჩანაცვლებით თერაპიაზე ძალიან ბევრი პაციენტი არის, ყავის მიღება ამ პრეპარატის მიღებიდან მინიმუმ ერთი საათი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასევე, ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღების შემთხვევაში ყავა პრეპარატების მოქმედებას ამცირებს .
ადამიანები, ვისაც აქვთ ასთმა – რა თქმა უნდა, მკურნალ ექიმს უნდა გაესაუბრონ, მაგრამ ზოგიერთი სამკურნალო მედიკამენტის დროს, მცირე დოზითაც არ შეიძლება ყავის მიღება და ამ კუთხით ასეთი პაციენტები ფრთხილად უნდა იყვნენ“ – განაცხადა გადაცემა “დილა მშვიდობისა საქართველოს” ეთერში ნაია ლატარიამ.
საზოგადოების უმეტესობისთვის დილა ყავის გარეშე წარმოუდგენელია. ხშირად ისმის ფრაზა, რომ „ყავა თუ არა დავლიე მთელი დღე უუნარო ვარ“ და ა.შ.
სპეციალისტების თქმით, ამ სიტყვებში სიმართლის მარცვალი არის, რადგან ყავა გარკვეულ დამოკიდებულაბას აჩენს მის მიმართ.
თუმცა ხშირად დაობენ, საზიანოა თუ არა ყავა ორგანიზმისთვის.
ექიმის განმრატებით, უზმოზე ყავის დალევა ცუდი იდეაა. რადგან, ის აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და ამან შესაძლოა გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის) დაავადება გამოიწვიოს. ეს არომატული სასმელი შესაძლებელია გემრიელ საუზმეს მიაყოლონ. რადგან ყავა შეიცავს კოფეინს და ორგანიზმის მატონოზირებელია.
სპეციალისტები ასევე საუბრობენ, რამდენი ფინჯანი ყავის დალევაა სასურველი დღის განმავლობაში და ყავის მიღების რეკომენდებული რაოდენობა დაასახელეს.
ექიმების თქმით, კოფეინის დღიური ნორმა 400 მილიგრამია, რეომელიც 3 ან 4 ფინჯანია.
ამასთან, ყავის მიღება სასარგებლოა:
- ამცირებს ტიპიური დიაბეტის რისკს;
- პარკისონის დაავადების რისკს;
- დადებითად მოქმედებს ღვიძლზე;
- ამცირებს კიბოს განვითარების რისკს;
- დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე;
- ამცირებს დეპრესიის განვითარების რისკს;
- აფხიზლებს და გვმატებს ენერგიას.
ყავას მხოლოდ დადებითი თვისებები არ აქვს. მან შეიძლება გამოიწვიოს:
- თავის ტკივილი;
- უძილობა;
- ნერვოზულობა;
- გაღიზიანებადობა;
- მოუსვენრობა, შფოთვა;
- ხშირი შარდვა;
- ტაქიკარდია;
- კუნთების ტრემორი;
- კუჭთან დაკავშირებული პრობლემები.
ექიმების რჩევით, მნიშვნელობა აქვს რა სახის ყავას მიიღებთ. მათივე განმარტებით, ყავის ყიდვისას, სასურველია მნიშვნელობა ღია ფერის მარცვლებს მიაქციოთ.