სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
მთავარიUncategorizedრჩევები: რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ზაფხულში რეპროდუქციული ჯანმრთელობა დაიცვათ

რჩევები: რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ზაფხულში რეპროდუქციული ჯანმრთელობა დაიცვათ

რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ზაფხულში რეპროდუქციული ჯანმრთელობა დაიცვათ

გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, პროფესორი მადონა ჯუღელი საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს და ქალებს 5 მნიშვნელოვან რჩევას უზიარებს.

ამ რჩევების გათვალისწინება ზაფხულში რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვაში დაგეხმარებათ.

ზაფხულში რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მიზნით რამდენიმე ზომა უნდა მიიღოთ. ეს პროცესი შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

პირველი რჩევა: დავიძინოთ ადრე, გავიღვიძოთ ადრე. აღმოჩნდა, რომ დარღვეული ძილ-ღვიძილის რეჟიმი რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. შედეგად, ირღვევა მენსტრუალური ციკლი, ოვულაცია, შესაბამისად, ჩვენი რეპროდუქციული გეგმებიც, რა თქმა უნდა ზარალდება.

მეორე რჩევა: გავითვალისწინოთ კვება. რასაც ვჭამთ, ის ვართ. თუ ჩვენი კვება ბალანსირებულია, ცილოვან-ნახშირწყლოვანი და არ მივიღებთ “ცუდ” პროდუქტებს, როგორებიცაა, მარტივი ნახშირწყლები, ტკბილეული, ცომეული, გაზიანი სასმელები და კვებებს შორის ინტერვალი 3,5-4 საათი იქნება, შესაბამისად, ჯანმრთელობაც და მენსტრუალური ციკლიც მოწესრიგებულია. მენსტრუალური ციკლი ჩვენი მეტაბოლიზმის სარკეს წარმოადგენს.

მესამე რჩევა: ზაფხული ზღვასთან, მზესთან, გართობასთან ასოცირდება. ამ დროს წყალი და მისი ბალანსირებულად მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. წყლის რაოდენობა ადეკვატური უნდა იყოს. კვებებს შორის არ ვისუსნაოთ. არამედ, წყალი დავლიოთ. რაც შეეხება გარუჯვას, გარუჯვა კარგია, მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამეტებული – ანუ არ დავიწვათ.

მეოთხე რჩევა: ფიზიკური აქტივობა. არააქტიური ცხოვრების წესი რეპროდუქციულ რგოლზე უარყოფითად აისახება. მაგრამ, ერთი რამ ძალიან მნიშვნელოვანია. გადამეტებული დატვირთვა, ზედმეტი, დამღლელი, სიმძიმეებით ვარჯიში ქალბატონებისთვის რეკომენდებული არ არის. მათი რეპროდუქციული რგოლი იმდენად სტრესულად აღიქვამს ამ ზედმეტ ვარჯიშებს, რომ არსებობს ასეთი ცნება – ფუნქციონალური ჰიპოთალამური ამენორეა, როდესაც გადამეტებული სტრესული ვარჯიშებით ქალს მენსტრუაცია აღარ აქვს.

ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია რეპროდუქციული ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია სწორი ბალანსი. არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ზედმეტი დატვირთვა და ძლიერად დამღლელი ვარჯიშები ქალების რეპროდუქციულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს. გინეკოლოგიური კვლევების მიხედვით, რომლებიც მოიცავს „ფუნქციონალურ ჰიპოთალამურ ამენორეას“ ცნებას, გადაჭარბებული სტრესული ვარჯიშები ქალებში მენსტრუაციის შეწყვეტას იწვევს.

ამრიგად, ქალი უნდა მოერიდოს ძალიან ინტენსიურ და სუსტი ბალანსის გარეშე ვარჯიშებს, რათა არ გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და შეინარჩუნოს ჰორმონალური ბალანსი.

თუ ხვდებით, რომ ვარჯიშისას მენსტრუალური ციკლი შეიცვალა ან გაჩერდა, შესაძლოა საჭიროა ვარჯიშის რეჟიმის გადახედვა და ექიმთან კონსულტაცია.

ამ რჩევების გათვალისწინება დაგეხმარებათ თქვენი რეპროდუქციული ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და ფიზიკური აქტივობის ოპტიმალურ დონეზე მართვაში.

მეხუთე რჩევა: ზაფხული ახალი ურთიერთობების, სასიყვარულო რომანების დროა. ახალი ურთიერთობა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ინფექციების დიაგნოსტიკა, რომლებიც მარტივად შეიძლება ორივემ ჩაიტაროს, ჩაიტარეთ. არ არის საჭირო, ექიმთან მისვლა. მამაკაცს შეუძლია, შარდის ანალიზი ჩააბაროს, ჩაიტაროს ანალიზი სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე, ასევე, ჩააბაროს სისხლის ანალიზი. ქალმაც იგივე გააკეთოს. დავიცვათ ჩვენი თავი, დავიცვათ ჩვენი მომავალი ამ ვერაგი ინფექციებისაგან, მარტივად, პისიარ დიაგნოსტიკით, ექიმთან მისვლის გარეშეც.“

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ნოემბერი 26, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კაკალი -მისი სამკურნალო თვისებები

კაკალი -მისი სამკურნალო თვისებები

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

26 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights