რა იწვევს აკნეს თინეიჯერებში?
როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას?
საუბრობს დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია გადაცემაში „იმუნიტეტი“:
„აკნე მხოლოდ კანის იზოლირებული პრობლემა არ არის.
თინეიჯერების შემთხვევაში. სტატისტიკის მიხედვით, აკნე ყველაზე ხშირად გარდატეხის ასაკში იწყება. ამ ასაკის პაციენტები ფსიქოლოგიურად პრობლემაზე უფრო მძაფრად რეაგირებენ.ბულინგი, დაცინვა, სირცხვილი იგულისხმება, ამას კი დეპრესია, შფოთვა, შფოთვითი აშლილობები მოჰყვება. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის პრობლემების დაწყების დროს დერმატოლოგთან კონსულტაცია სწრაფად გავიაროთ. ამ ასაკში მშობლის როლი განსაკუთრებით დიდია. გარდატეხის ასაკში აკნეს ჩამოყალიბება ჰორმონალურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული. ამ დროს ცხიმოვანი ჯირკვლები უფრო აქტიურდებიან და კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედებიდან ზედაპირზე უფრო მეტი ცხიმი ამოდის.
აკნე გენეტიკურადაც შეიძლება შვილს მშობლისგან გადაეცეს. ეს სტატისტიკურადაც დასტურდება. რომელიმე მშობელს აკნე თუ ჰქონდა, რისკები უფრო მაღალია, რომ შვილიც იმავე პრობლემამ შეაწუხოს. გარდატეხის ასაკში აკნეთი ავადობა ბიჭებსა და გოგონებში, დაახლოებით, ერთნაირია. პუბერტული ასაკის შემდგომ, ქალები მამაკაცებს მკვეთრად ასწრებენ.
ჩატარებული ეფექტური მკურნალობის მიუხედავად რეციდივის ალბათობა, რა თქმა უნდა, არსებობს. ქალებში რეციდივის ერთ-ერთი წინაპირობა ჰორმონალური ცვლილებები შეიძლება იყოს. მამაკაცებში კი დანამატები, მათ შორის, ჰორმონალური და არაჰორმონალური საკვები დანამატები. ასევე, კრეატინი, რომელსაც ხშირად მოიხმარენ ხოლმე ის ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად ვარჯიშობენ. გამომწვევი შესაძლოა, გარკვეული ტიპის მედიკამენტებიც იყოს. მათ შორის, ყველაზე ხშირად გამოყენებადი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები, კომბინაციაში ჰორმონებთან ერთად. ბეტამეტაზონის ჯგუფის პრეპარატებს აწერია, რომ არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებებია. არადა მასში სტეროიდი შედის…
მაგალითად, ადამიანმა წელის ტკივილის გამო ნემსი გაიკეთა, მასში ბეტამეტაზონი შედიოდა და აკნე დაეწყო. ან წარსულში ჰქონდა აკნე, იმკურნალა, კარგი შედეგი აქვს, გაიკეთა ნემსი და ისევ თავიდან დაეწყო.“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მასალის გამოყენების პირობები