კვირა, ნოემბერი 17, 2024
მთავარიინტერვიურა უნდა ვიცოდეთ მუცლის კედლის თიაქრებზე? - ინტერვიუ აბდომინურ ქირურგთან

რა უნდა ვიცოდეთ მუცლის კედლის თიაქრებზე? – ინტერვიუ აბდომინურ ქირურგთან

მუცლის კედლის თიაქარი საკმაოდ გავრცელებული ქირურგიული პათოლოგიაა. ის პოპულაციის 1.5-2%-ს უვითარდება, თუმცა მისი განვითარების რისკი, მოსახლეობის დაახლოებით 4-5%-ს აქვს. გარდა იმისა, რომ თიაქარი პაციენტს დიდ დისკომფორტს უქმნის, მან, დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, შესაძლოა საკმაოდ სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

რა არის მუცლის კედლის თიაქარი და რა ახდენს მის პროვოცირებას? როგორია დაავადების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესი? – პათოლოგიაზე დეტალურად თოდუას კლინიკის აბდომინური ქირურგი, ბესარიონ მეტონიძე გვესაუბრა.

გთხოვთ, პირველ რიგში, აგვიხსენით, რა არის მუცლის კედლის თიაქარი?

მკითხველისთვის გასაგებად რომ ავხსნათ, მუცლის კედელი რამდენიმე შრისგან შედგება, ესენია: ე.წ. პერიტონეუმი, რომლითაც დაფარულია მუცლის ღრუს ორგანოები; ფასციები ანუ შემაერთებელ-ქსოვილოვანი ფურცლები, რომელთა შორისაც არის მოთავსებული კუნთები და რომლებიც ქმნის მყარ გარსს მუცლის კედლისთვის; კანქვეშა ცხიმი და კანი. უმეტესად იმ ადგილებში, სადაც ჩვენ მიერ ჩამოთვლილი შრეების შეერთება ხდება, შეიძლება გაჩნდეს დეფექტი ხვრელის სახით. ამ ხვრელების საშუალებით კი მუცლის ღრუს ორგანოები კანქვეშა სივრცეში გამოდიან, რაც გამობერილობას ქმნის. სწორედ ამ პათოლოგიას ვუწოდებთ თიაქარს.

თიაქარი შედგენა შემდეგი კომპონენტებისგან: თიაქრის კარი, თიაქრის პარკი, თიაქრის შიგთავსი (მუცლის ღრუს სხვადასხვა ორგანოს სახით).

როგორია მუცლის კედლის ძირითადი თიაქრების ჩამონათვალი?

თავისი ლოკალიზაციის მიხედვით გამოვყოფთ: ეპიგასტრიუმის, ჭიპის, საზარდულის, ბარძაყის, პოსტოპერაციულ ანუ ინციზიურ თიაქრებს. მუცლის კედლის თიაქრებს, ასევე, განეკუთვნება შპიგელის ხაზის თიაქარი, რომელიც სწორი კუნთის ბუდის ლატერალურად ვითარდება და ჩვენ მიერ ჩამოთვლილ ტიპებს შორის ყველაზე იშვიათია. აღსანიშნავია ისიც, რომ საზარდულის თიაქარი უფრო მეტად კაცებშია გავრცელებული, ბარძაყის თიაქარი კი უმეტესად ქალებში გვხდება.

რა ახდენს ამ პათოლოგიის პროვოცირებას?

მუცლის კედლის თიაქრების მთავარი მაპროვოცირებელი მუცლის ღრუში წნევის მატებაა, რაც სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ესენია, ძლიერი ქრონიკული ხველა, ორსულობა, არასწორი ვარჯიში, სიმძიმეების აწევა და ა.შ. საქმე ისაა, რომ მუცლის ღრუში წნევის მატებისა და კედლის დაჭიმულობის დროს, ჩვენს მიერ აღწერილ ზონებში, ხდება ან დეფექტების გაჩენა ან არსებული ხვრელების გაგანიერება, რომლებიც შემდგომში წარმოადგენენ თიაქრის კარს.

რა გართულებებამდე შეიძლება მივიდეს არანამკურნალები თიაქარი?

ხშირად, როცა პაციენტი მოსვენებულ მდგომარეობაშია, მუცლის კედელზე გამოსული ორგანოები თავისით ან ხელის დახმარებით უბრუნდება ჩვეულ ადგილს, მუცლის ღრუში. თუმცა არის შემთხვევები, როცა თიაქარი იჭედება და ვეღარ ხერხდება ორგანოს უკან ჩაბრუნება. ასეთ დროს, შესაძლოა, მის ირგვლივ წარმოიქმნას შეშუპება და ანთებითი პროცესი, რაც შემდგომში ისეთ სერიოზულ გართულებებს იწვევს, როგორებიცაა ჩაჭედილი ორგანოების სისხლმომარაგების დარღვევა,  განგრენა პერფორაციით, პერიტონიტი, გაუვალობა და ა.შ. ამიტომ თიაქრის ჩაჭედვისთანავე აუცილებელია, პაციენტმა მიმართოს ექიმს, რათა დროულად მოხდეს ადეკვატური მკურნალობა.

რა სიმპტომებით გამოიხატება მუცლის კედლის თიაქარი?

ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომი მუცლის კედელზე თვალით ხილული გამობერილობაა. მას, ასევე, შეიძლება ახლდეს პერიოდული ტკივილი, მოქაჩვის შეგრძნება, დისკომფორტი, შებერილობა, ნაწლავების მოქმედების გაძნელება, ბოყინი და ა.შ. თიაქრის ჩაჭედვის დროს კი ნაწლავთა მოქმედება, შესაძლოა, სრულიად შეჩერდეს და სახეზე გვქონდეს გაუვალობა.

რა სადიაგნოსტიკო საშუალებებს მიმართავთ თიაქრის დროს?

დიაგნოსტირება თავდაპირველად ხელით გასინჯვით იწყება. თიაქრებს ძალიან დამახასიათებელი აღწერილობა აქვს, ამიტომ ქირურგი მათ ამოცნობას ხშირად მარტივად ახერხებს. ზოგიერთ შემთხვევებში ვიყენებთ ისეთ ინსტრუმენტულ კვლევებს, როგორებიცაა მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია. მათი დახმარებით განვსაზღვრავთ თიაქრის ზომას, მის შიგთავსსა და ა.შ. საბოლოოდ, ამგვარი ინფორმაცია მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებაში გვეხმარება.

როგორ ხდება თიაქრების მკურნალობა?

თიაქრის დროს მკურნალობის ერთადერთ მეთოდს – ქირურგიას მივმართავთ. ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს ღია წესით, ლაპარასკოპიული ან რობოტ ასისტირებული მიდგომით. ცხადია, უმჯობესია, მკურნალობა მცირე ინვაზიური პროცედურით წარიმართოს, თუმცა, ზოგჯერ თიაქრის ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ოპერაციის ღია წესით ჩატარება უფრო უპრიანია. ძირითადად თიაქრების გიგანტური ზომების და მოსალოდნელი ძლიერი შეხორცებების შემთხვევაში. მთავარია, ქირურგმა სწორად შეარჩიოს მეთოდი და, რაც მთავარია, ხელი მიუწვდებოდეს ყველა შესაძლო ოპერაციულ მიდგომაზე. საბედნიეროდ, თოდუას კლინიკაში, გვაქვს საშუალება ჩავატაროთ ოპერაციები როგორც ღია წესით, ისე მცირე ინვაზიური მიდგომით.

ოპერაციას, პირველ რიგში, თიაქრის გაკვეთით (თიაქარკვეთით) ვიწყებთ. სიცოცხლისუნარიანი ორგანოები და ქსოვილები  უკან, მუცლის ღრუში ბრუნდება. თუ ორგანო დაზიანებულია, მისი რეზექცია ანუ ამოკვეთა ხდება. ოპერაციის  შემდეგი ეტაპია თიაქარპლასტიკა, რაც დეფექტის გამაგრებას გულისხმობს. ამისთვის ვიყენებთ როგორც პაციენტის საკუთარ ქსოვილებს, ისე სპეციალურ ხელოვნურ ბადეებს, რაც კარგ შედეგს გვაძლევს – ისინი ერთად უფრო მყარ დაბრკოლებას ქმნის და მინიმუმამდე ამცირებს თიაქრის ხელახლა გაჩენის (რეციდივის) ალბათობას.

რამდენად რთულია პოსტოპერაციული პერიოდი პაციენტისთვის?

რა თქმა უნდა, რეაბილიტაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზომის იყო თიაქარი და რა მიდგომით ჩატარდა ოპერაცია. ე.წ. ღია წესის დროს, პაციენტს შეიძლება 3-4 დღე მოუხდეს კლინიკაში დაყოვნება. ლაპარასკოპიის შემთხვევაში კი, ხშირად პაციენტებს მეორე დღესვე ვწერთ. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტებს უწევთ პოსტოპერაციული ქამრის ტარება 2-3 თვის განმავლობაში.

რეაბილიტაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, იმ რეკომენდაციების დაცვაც, რომელსაც ექიმი ოპერაციის შემდეგ გასცემს. აუცილებელია, პაციენტმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავი შეიკავოს სიმძიმეების აწევისგან, ვარჯიშისგან ან ისეთი ფიზიკური აქტივობისგან, რაც მუცლის კედლის ძლიერ დაჭიმულობა

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
როგორ გავატაროთ 5 დღე ტაილანდში და მის კუნძულებზე

როგორ გავატაროთ 5 დღე ტაილანდში და მის კუნძულებზე

14 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 15 ნოემბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 15 ნოემბერი

15 ნოემბერი 2024
ღია სამზარეულო – 4 საინტერესო იდეა შთაგონებისთვის

ღია სამზარეულო – 4 საინტერესო იდეა შთაგონებისთვის

ნოემბერი 16, 2024
ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

ნოემბერი 15, 2024
VIDEO: ,,მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი დედა ვარ, ამაზე ცუდი სამი წელი არ მქონია.”- მაია ასათიანი

VIDEO: ,,მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი დედა ვარ, ამაზე ცუდი სამი წელი არ მქონია.”- მაია ასათიანი

14 ნოემბერი 2024
ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

ნოემბერი 15, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
საფერავი პირველ ადგილზეა -ყველაზე ცნობილი ქართული ღვინოები მსოფლიოში

საფერავი პირველ ადგილზეა -ყველაზე ცნობილი ქართული ღვინოები მსოფლიოში

ნოემბერი 16, 2024
2024 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი ჯონ კრასინსკი გახდა

2024 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი ჯონ კრასინსკი გახდა

ნოემბერი 16, 2024
გზამკვლევი ემიგრანტებისთვის: როგორ მოვემზადოთ ახალ ქვეყანაში ცხოვრებისათვის

გზამკვლევი ემიგრანტებისთვის: როგორ მოვემზადოთ ახალ ქვეყანაში ცხოვრებისათვის

16 ნოემბერი 2024
Blue-ს კონცერტი თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში

Blue-ს კონცერტი თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში

ნოემბერი 16, 2024
სენსორული თითი რობოტებისთვის — ინოვაციური სტარტაპი ტექნოლოგიურ რევოლუციას იწყებს

სენსორული თითი რობოტებისთვის — ინოვაციური სტარტაპი ტექნოლოგიურ რევოლუციას იწყებს

ნოემბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights