DIC-სინდრომი (დისემინებული, ინტრავასკულური კოაგულაცია) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხძარღვებში სისიხლის მიმოქცევის დარღვევა, ფიბრინოლიტიკური და სისხლის მიმოქცევის სისტემის კომპონენტების გამოფიტვა, ტრომბოზისკენ და სისხლის შედედებისკენ მიდრეკილება, ორგანოებში მიკროცირკულაციის დარღვევა, რასაც მივყავართ მისი დისტროფიისა და დისფუნქციისკენ.
მიზეზები
DIC-სინდრომი წარმოადგენს მეორად დაავადებას და წარმოიშობა ჰემოსტაზის პათოლოგიური პროცესების შედეგად. დაავადების წარმოშობის მიზეზებია:
· ინფექციურ-ანთებითი დაავადებების გართულებები;
· ჭარბი სისხლდენა;
· შოკური მდგომარეობა;
· სისხლძარღვების ჰემოლიზი, არათავსებადი სისხლის გადასხმისას;
· სისხლის მიმოქცევის გასაზრდელი პრეპარატების დიდი ხნით მიღება;
· სამეანო პათოლოგიები (პლაცენტას ხელით მოცილება, ნაყოფის გარშემო არსებული წyლით ემბოლია);
· ავთვისებიანი წარმონაქმნების გართულება.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· კანის მცირედი დაზიანებისას დიდი რაოდენობით სისხლდენა (დაავადების საწყის ეტაპზე);
· ჰემორაგიული გამოვლინებები (შინაგანი და გარეგანი სისხლდენა);
· სისხლძარღვებში თრობმის წარმოქმნა;
· ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავიდან, ფილტვებიდან სისხლდენა;
· სისხლჩაქცევებისა და სილურჯეების გაჩენა;
· არტერიული წნევის დაცემა;
· სწრაფი დაღლა;
· ხრინწი ფილტვებში.
დიაგნოსტიკა
დაავადების სინდრომების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ჰემატოლოგი ატარებს სისხლის საერთო და ბიოქიმიურ ანალიზს, სისიხლის პლაზმაში შიდასისხლძარღვების სისხლის მიმოქცევის მარკერების განსაზღვრის მიზნით.
მკურნალობა
დაავდების აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· დაავადების გამომწვეწი ძირითადი მიზეზის მკურნალობა;
· ტრანსფუზიური თერაპია (პლაზმის გადასხმა);
· მარილიანი ხნარები;
· პოლიგლუკინი;
· ალბუმინის ხსნარი;
· ჰეპარინის შიდა, წვეთოვანი შეყვანა.
საშიშროება
დაავადების უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
· ორგანიზმის ინტოკსიკაცია;
· ტრომბოჰემორაგია;
· მეორე ხარისხის სისხლდენა;
· ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა;
· ჰემორაგიული შოკი.
შემთხვევების 30%-ში (განსაკუთრებით დაავადების მწვავე მინდინარეობის დროს) დგება ლეტალური შედეგი.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
· ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ ანტითრომბინი III-ის დაბალი დონე;
· ერითროციტოზით დაავადებული ადამიაენბი;
· მოხუცები;
· ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები (პიელონეფრიტი, შაქრიანი დიაბეტი).
პროფილაქტიკა
დაავდების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ინფექციურ-სეპტიკური დაავადებების შეჩერება და დროული მკურნალობა;
· ჰემოდიმანიკის, წყალ-ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის კონტროლი;
· ოპერატიული ჩარევისას ტრავმატულობის მაქსიმალურად შემცირება.