მენჯ-ბარძაყის სახსრების დისპლაზია – დაავადება, რომელსაც ახასიათებს მენჯ-ბარძაყის სახსრების განვითარების დარღვევა. ზრდასრულებში გვხვდება იშვიათად, რადგან არის თანდაყოლილი დაავადება და იკურნება ადრეულ ასაკში.
გამოიყოფა დარღვევის შემდეგი ფორმები:
· I ხარისხის – ბარძაყის სახსრის განვითარების დარღვევა მისი ძვლის შერევის გარეშე;
· II ხარისხის – ბარძაყის ძვლის მცირედი შერევა;
· III ხარისხის – ბარძაყის ძვლის სრული შერევა.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· მჯდომიარე ნაყოფი, ძალიან დიდი ან ძალიან პატარა ზომის ნაყოფი, წყლის სიმცირე;
· ფეხმძიმობის დროს ჰორმონალური დარღვევები;
· ფეხმძიმე ქალის გინეკოლოგიური დაავადებები (საშვილოსნოს მიომა);
· სამშობიარო და პოსტსამშობიარო ტრავმები;
· ცუდი ეკოლოგიური გარემო;
· აუცილებელი მინერალების და ვიტამინების უკმარისობა.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· ბავშვის ერთი ფეხი მეორეზე მოკლეა;
· მენჯის კანზე ჩნდება დამატებითი ნაკეცი;
· დუნდულების ნაკეცები განლაგებულია ასიმეტრიულად;
· განზე გაშლისას ფეხების ასიმეტრია;
· ფეხების მოხრისას სახსრებში ისმის ტკაცუნი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ორთოპედი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:
· სახსრების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· სახსრების რენტგენოგრაფიულ გამოკვლევას.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· მედიკამენტებს;
· მასაჟებს;
· სამკურნალო ფიზკულტურას;
· ფიზიოთერაპევტულ პროცეურებს;
· სპეციალურ სახვევებს;
· ქირურგიულ ჩარევას (სახსრის ადგილას პროთეზის ჩასმა).
კონსერვატიული მკრუნალობა შედეგიანია ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში, შემდეგ უკვე საჭიროა ქირურგიული ჩარევა.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გართულებები:
· თეძოს ამოვარდნა;
· კოჭლობა;
· სქოლიოზი;
· მენჯ-ბარძაყის სახსრის კოკსართროზი.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
· ჰორმონალური ცვლილებების მქონე ბავშვები;
· სამშობიარო ტრავმის მქონე ბავშვები;
· ნორმაზე ჭარბი ან მცირე წონით დაბადებული ბავშები.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ბავშვების გაკოჭვაზე უარის თქმა;
· ფეხმძიმობის პერიოდში წარმოქმნილი დაავადებების დროული მკურნალობა;
· ბავშვისთვის მსაჟისა და სამკურნალო ვარჯიშების ჩატარება.