მასტოპათია ფიბროზულ-კისტოზური ცვლილებები სარძევე ჯირკვლის ქსოვილებში

0
855
სარძევე ჯირკვლის ანთება
#image_title

მასტოპათია – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ფიბროზულ-კისტოზური ცვლილებები სარძევე ჯირკვლის ქსოვილებში.

ტიპების მიხედვით გამოიყოფა:
·         კვანძოვანი მასტოპათია;
·         დიფუზური მასტოპათია.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
·         ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები;
·         მკერდის ტრავმები;
·         გინეკოლოგიური დაავადებები;
·         არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება;
·         ორგანიზმში იოდის უკმარისობა;
·         ენდოკრინული სისტემის დარღვევები.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         სარძევე ჯირკვლების გამაგრება;
·         გამაგრებული ადგილების ტკივილი, რომელიც ძლიერდება მენსტრუაციის დროს;
·         ლიმფური კვანძების გადიდება იღლიების ქვეშ, რასაც ახლავს ძლიერი ტკივილი;
·         ძუძუს თავებიდან მოთეთრო ან მომწვანო ფერის გამონადენი.
შემთხვევების 15%-ში ტკივილი არ ვლინდება.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-მამოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:
·         სისხლის საერთო ბიოქიმიური ანალიზი;
·         სარძევე ჯირკვლების პალპაცია;
·         მამოგრაფია;
·         სარძევე ჯირკვლების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         სარძევე ჯირკვლების მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა;
·         სარძევე ჯირკვლების მამოგრაფია;
·         დუქტოგრაფია;
·         პნევმოკისტოგრაფია.
პარალელურად ინიშნება ენდოკრინოლოგთან და გინეკოლოგთან გამოკვლევები.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ორალურ კონტრაცეპტივებს;
·         ტირეოჰორმონების გამომუშავების მარეგულირებელ პრეპარატებს;
·         მსუბუქ შარდმდენებს;
·         პოლივიტამინებს;
·         კისტური კვანძის ქირურგიული გზით მოცილებას.

დიეტა
მკურნალობის პერიოდში საჭიროა შოკოლოადის, მაგარი ჩაის, ყავის მოხმარების შეზღუდვა და რაციონში რაც შეიძლება მეტი ხილის, ბოსტნეულის და მცენარეული უჯრედების შემცველი საკვების ჩართვა.

საშიშროება
თუ დროზე არ მოხდება მასტოპათიის დიაგნოსტირება და მკურნალობის დადგენა, ეს გამოიწვევს სარძევე ჯირკვლის კიბოს.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         40 წელს ზევით ქალები;
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ქალები;
·         ღვიძლის დაავადებების მქონე ქალები;
·         ქალები, რომელბსაც არ გადაუტანიათ მშობიარობა;
·         ქალები, რომლებმაც უარი თქვეს ბავშვის ძუძუთი კვებაზე.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         დაბალანსებული კვების ქონა;
·         თავისუფალი შიდა თეთრეულის ტარება;
·         სტრესისგან თავის დაცვა;
·         მამოლოგთან და გინეკოლოგთან რეგულარული გამოკვლევების ჩატარება;
·         მოწევაზე უარის თქმა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ბურსიტი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ