სიბეცე (მიოპია) — თვალის დაავადებაა და ვლინდება საგნების გარჩევის შესაძლებლობის შეზღუდვაში, რომლებიც განლაგებულია შორ მანძილზე.
დღეისათვის ძალიან ხშირია თანდაყოლილი მიოპიის შემთხვევები.
სიბეცე ბავშვებში ვითარდება 10-16 წლის ასაკში, როცა იზრდება თვალის კაკალი.
გამოიყოფა მიოპიის 3 დონე:
· სუსტი (3 დიოპრიამდე);
· საშუალო (3, 25-დან -6 დიოპრიამდე);
· მაღალი (-6 დიოპრიაზე მეტი).
მაღალი დონე შეიძლება აღწევდეს -15, -20 და -30 დიოპრიას.
მიზეზები
მიოპია წარმოიქმნება თვალის ოპტიკური სისტემის რეფრაქციული ძალის დარღვევის შედეგად. სიბეცის მიზეზები შეიძლება იყოს:
· მემკვიდრეობა;
· თვალის გადაჭარბებული სიგრძე (24 მმ-ზე მეტი);
· ახლო მანძილზე თვალის ინტენსიური დატვირთვა (განსაკუთრებით სასკოლო და სტუდენტურ პერიოდში);
· მხედველობის არასწორი კორექცია (გასათვლისწინებელია ცრუ მიოპიის სიმპტომები);
· თვალში სისხლის მიწოდების დარღვევა;
· არასრულფასოვანი კვება (აუცილებელი ვიტამინების და მიკროელემენტების ნაკლებობა);
· დაავადებები, რომლებიც თვალის გართულებებს იწვევს (მრვი-მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, ანგინა).
სიბეცის სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
· შორს ხედვის დაქვეითება;
· მხედველობით დაღლის მაღალი დონე;
· მხედველობის დატვირთვისას თავის ტკივილი.
დიაგნოსტიკა
მიოპიის კორექციისათვის უნდა მიმართოთ ოპტომეტრისტს, რომელიც შეგირჩევთ შესაფერის სათვალეს ან კონტაქტურ ლინზებს. მაგრამ, რამდენადაც კორექცია ზოგ შემთხვევაში არასაკმარისია, უფრო ზუსტი დიაგნოზისთვის რეკომენდირებულია ექიმ-ოფთალმოლოგთან ვიზიტი.
სიბეცის მკურნალობის დასადგენად ექიმი-ოფთალმოლოგი ატარებს:
· ბადურის დათვალიერებას გუგის გაფართოებით;
· ბიომიკროსკოპიას (თვალის სტრუქტურის დეტალურ გამოკვლევას);
· ოფთალმოსკოპიას (თვალის ძირის გამოკვლევას).
სიბეცის მკურნალობა
შემთხვევების უმეტესობისას სამკურნალოდ ინიშნება სპეციალურად შერჩეული სათვალე ან კონტაქტური ლინზები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის სრული გამოჯანმრთელებისთვის.
სიბეცის ოპერაციული მკურნალობა ინიშნება მისი დონის შესაბამისად. დღეისათვის ტარდება დაავადების სამკურნალო შემდეგი ოპერაციები:
· მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია;
· ობიექტივის რეფრაქციული ჩანაცვლება (ლენსექტომია);
· ფაკიური ლინზების იმპლანტაცია (რქოვანას არასაკმარისი სისქის შემთხვევაში);
· რადიალური კერატოტომია (რქოვანას გამრუდების შეცვლა მიკროქირურგიული კვეთებით);
· კერატოპლასტიკა (რქოვანას პლასტიკა).
დიეტა
მიოპიის მკურნალობისას ბავშვებსა და დიდებში, რეკომენდირებულია კვების რაციონში ისეთი პროდუქტების ჩართვა, რომლებიც შეიცავენ А ვიტამინს (სტაფილო, სტაფილოს წვენი, ღვიძლი, ხაჭო და ა.შ.)
საშიშროება
თვალის მიოპიის გართულებამ შეიძლება მიგვიყვანოს შეუქცევად შედეგებამდე, როგორიცაა:
· თვალის ფუძეში დისტროფიული ცვლელებები;
· ბადურის დარღვევა;
· ბადურის განშრევება;
· სიბრმავე.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკა მოიცავს:
· მხედველობისთვის განკუთვნილი ლუტეინის შემცველი ვიტამინების მიღებას;
· თვალის კუნთების ვარჯიშს;
· თვალის დაავადებების დროულ მკურნალობას;
· ზოგადგამაჯანსაღებელ პროცედურებს (გამკვრივება);
· თვალის ქსოვლიებში სისხლის მიმოქცევის სტიმულაციას (ფიზიოთერაპია).