ოსტეოქონდროზი – ხერხემლის ქსოვილების დეგენერატიულ-დისტროფიული დაზიანება, რომელიც იწვევს ხერხემალშორისი დისკების გამრუდებას და სახსრების დეფორმაციას.
ოსტეოქონდროზის ტიპები და განვითარების სტადიები
არსებობს ოსტეოქონდროზის ოთხი ტიპი:
· წელის ოსტეოქონდროზი;
· კისრის ოსტეოქონდროზი;
· გულმკერდის ოსტეოქონდროზი;
· გავრცობილი ოსტეოქონდროზი – ხერხემლის ორი ან მეტი ნაწილის დაზიანება.
ოსტეოქონდროზს აქვს განვითარების შემდეგი სტადიები:
· მალების არასტაბილურობის გამოწვევა, რაც ვითარდება ხერხემალშორისი დისკების ფორმის დარღვევით.
· დისკების ფიბროზული რკალის დარღვევა და შევიწროვება.
· ფიბროზული რკალის დაშლა, ერთი ან რამდენიმე დისკის სრული დეფორმაცია.
· ხერხემლის დარღვეული ფორმის შედეგად ავადმყოფის მოძრაობა შეზღუდულია.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· მძიმე ფიზიკური დატვირთვა;
· ზურგის სხვადასხვა დაავადებები;
· ავიტამინოზი და ჰიპოვიტამინოზი;
· ზურგის ტრავმები;
· ინფექციური დაავადებები;
· ხერხემლის თანდაყოლილი დეფექტი;
· ორგანიზმის დაბერება;
· სიმსუქნე;
· მუდმივი სტრესი;
· გადაციება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· რენტგენოგრაფია;
· კომპიუტერული ტომოგრაფია;
· მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ფიზიოთერაპიას;
· სხვადასხვა ტიპის მასაჟს;
· სამედიცინო პრეპარატებს;
· ტრაკციას;
· რეფლექსოთერაპიას;
· მანუალურ თერაპიას;
საშიშროება
მკურნალობის გარეშე დატოვებულმა ოსტეოქონდროზმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:
· ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია;
· რადიკულიტი;
· ხერხემალშორისი თიაქარი;
· თავის ტვინის ჟანგბადით კვების დარღვევა.
ოსტეოქონდროზი
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
