ოტიტი — დაავადება, რომელიც წარმოადგენს ყურების ანთებით პროცესს. არესბობს მწვავე, საშუალო და ქრონიკული ფორმების. ოტიტი არსებობს ერთმხრივი და ორმხრივი.
ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:
· გარე ოტიტი;
· შუა ოტიტი;
· შიდა ოტიტი.
ყურიდან გამონადენის მიხედვით არსებობს:
· სეროზული ოტიტი;
· ჩირქოვანი ოტიტი.
მიზეზები
დაავადების განვითარების მიზეზებია:
· ოტოლარინგოლოგიური დაავადებების შედეგად დასუსტებული იმუნიტეტი;
· გარე სასმენი გზის მიკროტრავმები;
· ყურის ნიჟარაში წყლის შესვლა;
· ცხვირისა და ცხვირ-ხახის დეფექტები.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· ყურების ტკივილი;
· ყურის ნიჟარის კანის გაწითლება;
· ყურის დახშობა;
· სმენის დაქვეითება;
· მაღალი ტემპერატურა;
· თავის ტკივილი, თავბრუს ხვევა, წონასწორობის დაკარგვა;
· ყურის შიგნით მწვავე ტკივილი;
· ყურიდან სეროზული, სისხლიანი ან ჩირქოვანი გამონადენი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ოტოლარინგოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· ოტოსკოპია;
· ტიმპანომეტრია;
· ჩირქოვანი გამონადენის დათესვა;
· შიდა ყურის კომპიუტერული ტომოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ანტიბიოტიკებს;
· სპირტიან ბამბის ტამპონებს;
· თბილ კომპრესებს ყურზე;
· ფიზიოთერაპევტულ პროცედურებს;
· ყურის გამორეცხვას ბორის ან ფურაცილინის ხსნარით.
საშიშროება
ქრონიკულ ფორმაში გადასული ოტიტი იწვევს შემდეგ გართულებებს:
· სიყრუეს;
· საფეთქლის ძვლის ანთებას;
· ყურის ბარაბანის ქსოვილის დარღვევას;
· ქოლესტეატომას;
· მასტოიდიტს;
· ყურის ბარაბანის დაფის სკლეროზს;
· სახის ნერვის პარალიჩს;
· ქალასშიდა ჩირქოვან გართულებებს.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროული მკურნალობა;
· ცხვირის გამოხოცვა აკურატულად, რომ არ დაზიანდეს შიდა ყური;
· წელიწადში ერთხელ ექიმ-ოტოლარინგოლოგთან ვიზიტი.