By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
გამოგვყევით
სამინისტრო

რას სთავაზობს ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს?

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ნოემბერი 10, 2026 1:07 am
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
7 წუთიანი წაკითხვა
გაზიარება

ჯანდაცვის სამინისტროს პროექტების განმახორციელებელი ერთეულის მენეჯერის, ნინო კვერნაძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს კომპენსაციის რამდენიმე პაკეტი შესთავაზეს და მათ ფიქრისთვის 90 დღე აქვთ.

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს თავიდან ააშენებს. არსებული შენობის დემონტაჟის აუცილებლობა ჩატარებული ექსპერტიზებით დადგინდა.

„დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შედგა შეხვედრა და მათ გაეცნოთ ყველა ის საკომპენსაციო პაკეტი და მოცულობა, რაზეც სამინისტრომ იმუშავა ბოლო ერთი თვის განმავლობაში. საკომპენსაციო პაკეტი განსხვავებულია შრომის კოდექსისგან და გაცილებით დიდია, რასაც შრომის კოდექსი ითვალისწინებს და რაც არის 2 თვე. თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს, მისთვის განსხვავებული პაკეტია შეთავაზებული და შეთავაზებები ეხება როგორც სამედიცინო პერსონალს, ისე ადმინისტრაციულ თანამშრომლებს. რაც შეეხება პაკეტს, იმ შემთხვევაში, თუ პირი თავიდანვე უარს იტყვის რესპუბლიკურთან გააგრძელოს რაიმე ტიპის შრომითი ხელშეკრულება, მიეცემა კომპენსაცია ხელფასის 12 თვის ოდენობით, იმ შემთხვევაში, თუ პირი მუშაობს სხვა სამსახურში, მას მიეცემა მხოლოდ 4 თვის კომპენსაცია, იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს იტყვის 12-თვიან ანაზღაურებაზე, შესაძლებლობა მიეცემა, აირჩიოს სხვა ტოლფასი თანამდებობა და ამ შემთხვევაშიც კი, ის მიიღებს 4 თვის კომპენსაციას. თუ დასაქმებული უარს აცხადებს მიმდინარე პოზიციის დატოვებაზე და მასზე ვერ მოხდა ტოლფასი თანამდებობის შეთავაზება, ამ შემთხვევაში განიხილება, რომ მას შეუნარჩუნდეს 3-წლიანი ხელშეკრულება ხელფასის სრული ოდენობით, თუმცა განიხილება დასაქმების შესაძლებლობა იქამდე, ვიდრე არ დასაქმდება“, – განაცხადა ნინო კვერნაძემ და განმარტა, რომ ტოლფასი სამსახურის შეთავაზებაში განიხილება შინაარსობრივად იგივე სამსახური, თუმცა გეოგრაფიულად რამდენად მისაღები იქნება, ეს მოლაპარაკების საგანია.

ნინო კვერნაძე განმარტავს, რომ შესაძლებელია, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს იმაზე მეტი ხელფასი ჰქონდეს, ვიდრე სხვა კლინიკებს, რის გამოც ექიმებისთვის კომპენსაციების მიცემა გადაწყდა.

რაც შეეხება ექიმების პოზიციას, კვერნაძე ამბობს, რომ ექიმებთან არაერთი შეხვედრისას პოზიციების შეჯერება ხდებოდა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოს 600-მდე თანამშრომელი ჰყავს და მათ შეთავაზებაზე ფიქრისთვის 90 დღე აქვთ.

2023 წელს, საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დაცვის მიმართულებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული ვითარება შეამოწმა. შედეგად, გამოვლინდა ნორმებთან შეუსაბამობის 62 შემთხვევა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც “რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან” დაკავშირებულ საკითხებს ეხება.

„აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება, 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა. რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კონცეპტუალურად, გულისხმობს მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციას კლინიკურ აქტივობებში და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას. ცვლილებების შედეგად, რესპუბლიკური საავადმყოფო დააკმაყოფილებს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც 2025 წლიდან, სავალდებულო იქნება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკისათვის.

პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობისთვის, ხელმისაწვდომი იქნება მრავალპროფილური კლინიკის სერვისები, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა მთავარი სამედიცინო მიმართულება, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი.

ხაზგასასმელია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი, სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა, სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა. ნაწილისთვის კი შესაბამისი ანაზღაურების პაკეტი მომზადდა, რომელიც კლინიკის თითოეული თანამშრომლისთვის იქნება შეთავაზებული.

ახალი მულტიფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობის დასრულებამდე, ჯანდაცვის სამინისტრო, უზრუნველყოფს შესაბამისი ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მომზადება – გადამზადებას, სპეციალური პროგრამით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში.

ახალი, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მოსაწყობად, უახლოეს მომავალში, დაიწყება არსებული შენობის დემონტაჟი. აღნიშნული გადაწყვეტილება კლინიკის წინაშე არსებული მასშტაბური პრობლემებისა და გამოწვევების, ასევე, ხუთი სხვადასხვა ექსპერტული დასკვნის საფუძველზე იქნა მიღებული.

კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, 2018 წელს, ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ სამკურნალო კორპუსის არსებული კარკასის მხოლოდ სვეტები აკმაყოფილებენ მოქმედი სეისმური ნორმების მოთხოვნებს.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის დასკვნაში, კორპუსის შემინული გარე ფასადი შეფასებულია, როგორც მწვავე ავარიული. „ძირითადი სამკურნალო მაღლივი კორპუსის შემინული გარე ფასადების ტექნიკური მდგომარეობა, შეიძლება, შეფასებულ იქნას, როგორც მწვავე ავარიული. არსებული სახით მათი ექსპლუატაცია დაუშვებელია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება“, – აღნიშნულია დასკვნაში.

აღსანიშნავია, რომ 2023 აგვისტოში, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის დაგეგმარების საერთაშორისო ექსპერტმა, მოამზადა ანგარიში – „თანამედროვე საავადმყოფოს საჭიროებები“. ანგარიშის მიზანია, საავადმყოფოს მთავარი განყოფილებებისა და ფუნქციების ტექნიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნულ დოკუმენტში გაწერილ კრიტერიუმებს რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა ვერ აკმაყოფილებს.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, 2023 წლის სექტემბერში, გამოსცა დასკვნა, კლინიკის მასშტაბური სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების რენტაბელურობის შესახებ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ შენობის რეკონსტრუქცია და თანამედროვე საავადმყოფოს ელემენტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მასშტაბური სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება, შენობის კონსტრუქციული სქემიდან გამომდინარე, არარენტაბელურია, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში – შეუძლებელი.

2023 წელს, საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დაცვის მიმართულებით, კლინიკაში არსებული ვითარება შეამოწმა. შედეგად, გამოვლინდა ნორმებთან შეუსაბამობის 62 შემთხვევა.

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს შენობასა და კლინიკაში არსებულ მდგომარეობას ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) სწავლობს. ორგანიზაცია, ასევე, ახდენს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას, რომელიც მოიცავს ფინანსური, გარემოსდაცვითი, საბაზრო, სერვისების მოთხოვნა-მიწოდების, სტანდარტებთან შესაბამისობის და სხვა მიმართულებების შესწავლას.

ექსპერტულ დასკვნებში, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, გამოწვევად რჩება კლინიკის სერვისების სიმწირე, სტანდარტებთან შეუსაბამობა, ასევე – კლინიკური და ფინანსური გამოწვევები. მნიშვნელოვანია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა, ვალდებულია, 2025 წლისთვის მინიჭებული ჰქონდეს საერთაშორისო აკრედიტაცია, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, შეუძლებელია.

გამოწვევად რჩება კლინიკის თანამშრომელთა უსაფრთხოებაც. ძლიერი ქარის შედეგად, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაზიანდა. ჩაიმსხვრა მინები და საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოცვივდა. შენობაში, პაციენტთა და თანამშრომელთა უსაფრთხოება შრომის ინსპექციის სამსახურმა და რეგულირების სააგენტომ შეამოწმა. შრომის ინსპექციის მოკვლევის ოქმში აღნიშნულია, რომ მწვავე ავარიულ მდგომარეობაში არსებული და დაზიანებული ფასადიდან მუდმივად ხდება სამშენებლო ელემენტების ცვენა როგორც კლინიკის შიდა ეზოში, ისე – გარე პერიმეტრზე, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს დასაქმებულების, პაციენტებისა და ვიზიტორების დაშავება. შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, საფრთხის შემცველი ზონები დაიხურა და კლინიკის ტერიტორიაზე გადაადგილება შეიზღუდა.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, მოეწყობა ახალი სამედიცინო დაწესებულება. პროექტის დასრულების შემდგომ, სახელმწიფო მიიღებს დედაქალაქში მრავალპროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკას, რომელიც იქნება კლინიკური სერვისების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის რეგიონული ჰაბი და სამედიცინო ტურიზმისთვის მიზიდულობის ცენტრი”, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

FacebookTwitter
TAGGED:რესპუბლიკური საავადმყოფო
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს
სამინისტრო

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია, ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტები ისეთ ადგილებში არ ფუნქციონირებდეს, სადაც მოზარდები და ბავშვები ხშირად გადაადგილდებიან“-მიხეილ სარჯველაძე

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა - ერთს საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი სამუდამოდ გაუუქმდა, 8 ექიმს, საქმიანობის უფლება, 6 თვის ვადით შეეზღუდა, ერთს კი წერილობითი გაფრთხილება მიეცა
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმი

ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა – ერთს საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი სამუდამოდ გაუუქმდა, 8 ექიმს, საქმიანობის უფლება, 6 თვის ვადით შეეზღუდა, ერთს კი წერილობითი გაფრთხილება მიეცა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ოფიციალური განცხადება - საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG) / უსაფრთხო დანამატები საქართველო (SSG)
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბებიშენი ექიმი

თუთია და წამლების ურთიერთქმედება: რა უნდა იცოდეთ – ჩვენ ვსაუბრობთ თუთიაზე, რომელიც ხშირად გამოიყენება იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. თუმცა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თუთიას შეუძლია გავლენა მოახდინოს ზოგიერთი წამლის მოქმედებაზე.

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მიხეილ სარჯველაძე საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებაზე
სამინისტროსიახლეებისხვა-ამბები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო წამალზე: ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებისას მხედველობაში ვიღებთ იმას, თუ როგორია მედიკამენტის გამოყენების პრაქტიკა განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებში

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?