სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
მთავარიშენი ექიმიტვინის ჯანმრთელობას და ჩვენს დიეტას შორის ძლიერი კავშირი არსებობს

ტვინის ჯანმრთელობას და ჩვენს დიეტას შორის ძლიერი კავშირი არსებობს

ტვინის ჯანმრთელობას და ჩვენს დიეტას შორის ძლიერი კავშირი არსებობს.
დეპრესია, შფოთვა, დემენცია, ქცევის პრობლემები, ძალადობა, ტვინის ნისლი დიდწილად დაკავშირებულია ჩვენს მიერ ყოველდღიურად მირთმეულ საკვებთან.
ზედმეტად გადამუშავებული, შაქრით და სახამებლით მდიდარი საკვები აზიანებს მენტალურ ჯანმრთელობას, მაშინ როდესაც, დაბალნახშირწყლოვანი, ჯანსაღ ცხიმებზე და ცილებზე, ბოსტნეულზე დაფუძნებული დიეტა კურნავს და აძლიერებს ტვინს.
ჰარვარდს აქვს კვების ფსიქიატრიის განყოფილება, რომელიც შეისწავლის კვების გავლენას მენტალურ ჯანმრთელობაზე.
კვლევები აჩვენებს, რომ ისეთი მარტივი რამ, როგორიცაა ზედმეტად გადამუშავებული, შაქრიანი, სახამებლის შემცველი საკვების ჩანაცვლება მთლიანი, გადაუმუშავებელი საკვებით, საკმაოდ ეფექტურია დეპრესიის სამკურნალოდ.
კვლევები ასევე აჩვენებს, რომ მძიმე ძალადობრივი ქცევის მქონე ბავშვები მკვეთრად იცვლებიან, როდესაც ისინი ზედმეტად გადამუშავებული საკვების მოხმარებიდან მთლიანი საკვების მოხმარებაზე გადადიან. ეს ფაქტი მათ შორის შეზღუდვების გამოყენებას 75%-ით და თვითმკვლელობების რიცხვის 100%-ით შემცირებას იწვევს.
მოძალადე არასრულწლოვანებზე ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ ბავშვებში ვიტამინებისა და მინერალების ოპტიმიზაცია 91 პროცენტით ამცირებს ძალადობრივ ქმედებებს საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. ძალადობრივი ქცევა ვლინდებოდა საკვები ნივთიერებების დეფიციტის გამო, რომლებიც არეგულირებენ განწყობას და ქცევას, მათ შორისა რკინა, მაგნიუმი, B12 და ფოლიუმის მჟავა. ამ ბავშვებისთვი სამი თვის განმავლობაში ვიტამინების მიცემას ელექტროენცეფალოგრამაზე ტვინის უარყოფითი ტალღების გამოსწორება მოჰყვა.
იმ ბავშვებში, რომლებიც ჯანმრთელ დიეტაზე გადავიდნენ, 80%-ით შემცირდა ძალადობრივი დანაშაული, ხოლო მათ, ვინც გადამუშავებულ დიეტაზე დარჩნენ, გაუგრძელდათ ძალადობრივი საქციელი.
ერთ-ერთმა მცირე ზომის კვლევამ ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომის ( ADHD) დიაგნოზის მქონე ბავშვების 65% -ში მაგნიუმის, 60% -ში თუთიის და 70% -ში სპილენძის დეფიციტი აღმოაჩინა.
კვლევამ აჩვენა, რომ ამ ბავშვებში მაგნიუმის და თუთიის დეფიციტი დაკავშირებულია ჰიპერაქტიურობასთან, უყურადღებობასთან და იმპულსურობასთან. ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ საკვები ნივთიერებების ნაკლებობა ADHD-ის ერთადერთი გამომწვევი მიზეზია, თუმცა საკვები ნივთიერებებით მდიდარ დიეტაზე ფოკუსირება არის ის, რასაც სარგებლის მოტანა შეუძლია უარყოფითი გვერდითი ეფექტების გარეშე.
ბევრი ბავშვი არ ჭამს საკმარისი რაოდენობით ტვინის ჯანმრთელობისთვის საჭირო საკვებს, ისინი ამასთან ერთად, გადამუშავებული საკვების მიღებით, მიირთმევენ ძალიან ბევრ ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის საკვების საღებავებს, კონსერვანტებს და დანამატებს, რომ აღარაფერი ვთქვათ შაქარზე, რომლებიც დაკავშირებულია ჰიპერაქტიურობასთან და ჯანმრთელობის ბევრ სხვა პრობლემასთან.
ყველაზე მარტივი, რისი გაკეთებაც ყველას შეუძლია, ზედმეტად გადამუშავებული ანუ ულტრაპროცესირებული საკვების გამორიცხვაა კვების რეჟიმიდან.
კვლევის შესახებ წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.
The link between diet and brain health is significant, impacting various cognitive aspects such as depression, anxiety, dementia, behavior problems, and brain fog. Research in fields like nutritional psychiatry has been advancing, showing that replacing processed foods with whole foods can effectively treat depression.
Additionally, studies have shown that adjusting diet and providing vitamin and mineral supplements can reduce violent behavior in individuals lacking essential nutrients.
Paying attention to food choices, including brain-boosting foods rich in omega-3s, zinc, magnesium, vitamin D, and antioxidants, can greatly improve mood and alleviate symptoms of depression and anxiety.
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights