სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიპულსი TVჩუტყვავილას ინფექცია, შეიძლება თუ არა ბავშვის დაბანა?

ჩუტყვავილას ინფექცია, შეიძლება თუ არა ბავშვის დაბანა?

გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“

ჩუტყვავილას ინფექცია, შეიძლება თუ არა ბავშვის დაბანა?

საუბრობს  „ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის” სამედიცინო დირექტორი, პროფესორი მაია ჩხაიძე:

„ჩუტყვავილა ბავშვთა ინფექციების ჯგუფს მიეკუთვნება. ჩუტყვავილა ბავშვთა სხვა ინფექციებიდან რაიმე განსაკუთრებული გართულებით არ გამოირჩევა. გართულება თითქმის ყველა ინფექციას ახასიათებს, მათ შორის, წითურას, ყბაყურას, წითელას. ჩუტყვავილა ვარიცელა ზოსტერის, ანუ ჰერპესების ჯგუფის ვირუსია. ჰერპესის ჯგუფია და რასაც ჰქვია ჰერპესული ენცეფალიტები ის საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. ჰერპესული ენცეფალიტები არა მხოლოდ ჩუტყვავილას პერიოდში, არამედ ისედაც შეიძლება დაემართოს ბავშვსაც და მოზარდსაც. ჰერპესული ენცეფალიტების დროს ძალიან მნიშვნელოვანია დიაგნოზის დროულად დასმა და  მკურნალობის დროულად დაწყება. ჩუტყვავილას გადამდებლობის ინდექსი დაახლოებით 12-ია, ანუ ერთ ინფიცირებულ ადამიანს ძალიან სწრაფად შეუძლია, რომ 12 ადამიანი დააავადოს. ჩუტყვავილას დროს ძალიან მაღალია გადამდებლობა. გადადება ხდება როგორც ჰაერწვეთოვანი გზით, ისე გამონაყარში, ბუშტუკებში არსებული შიგთავსის მოხვედრით. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 14-21 დღეა. გამონაყარის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ადამიანი უკვე გადამდებია.

ჩუტყვავილას დროს ბავშვი უნდა დაიბანოს ბაქტერიოციდული დასაბანი საშუალებებით და შემდეგ მას უნდა წაუსვათ ალკოჰოლის შემცველი ბეტადინის ხსნარი. ბრილიანტის მწვანე“ ამოღებულია ხმარებიდან, რადგან აბსოლუტურად შლის სურათს და მწვანე შეფერილობაში შეუძლებელია გამონაყარის მდგომარეობის დანახვა. ასეთ დროს აუცილებელია, რომ ბავშვი სითხეებით დავტვირთოთ.

მოზრდილ ადამიანებში ბავშვთა ინფექციები მძიმედ მიმდინარეობს. ჩუტყვავილა შეიძლება გართულდეს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს აქვს ქრონიკული დაავადება და თვეების და წლების განმავლობაში იღებს ჰორმონს, თუ აქვს გულის თანდაყოლილი მანკი, ცისტური ფიბროზი, ფილტვის ქრონიკული დაავადებები.“

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ადამიანის ორგანოთა გადანერგვის პრაქტიკა საქართველოში - ვის შეუძლია დონორობა?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights