სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიპულსი TVონკოქირურგები ღიად საუბრობენ იმ პრობლემებზე, რაც მათ დარგში DRG-ზე გადასვლას მოჰყვა

ონკოქირურგები ღიად საუბრობენ იმ პრობლემებზე, რაც მათ დარგში DRG-ზე გადასვლას მოჰყვა

პარლამენტში მიმდინარე კვირაში, ჯანდაცვის კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე ონკოქირურგებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რაც მათ დარგში DRG-ზე გადასვლას მოჰყვა.

„ყველაზე მეტად ის საკითხი მაწუხებს, რომ ხვალ ჩემს დარგში არ ჩაიდება არანაირი ინვესტიცია, არ მიყიდიან ახალ ლაპაროსკოპიულ დანადგარს, რობოტული ოპერაციები, რისთვისაც ჩვენი პაციენტები მიდიან თურქეთში და სხვა ქვეყნებში, არ დაინერგება საქართველოში იმიტომ, რომ რობოტს არავინ იყიდის, რადგან წაგებიანია.

ხომ შეიძლება 1 წლის განმავლობაში ყველაფერი დავთვალოთ და საშუალო DRG გამოვიყვანოთ. ილიას უჯდება 15, ლექსოს 20, სხვას 10 და იყოს 12, მაგრამ იყოს ადეკვატური და შესაბამისი იმის, რომ ჩემი საშუალოდ რთული ოპერაციებით უფრო რთული დავაბალანსო“, – განაცხადა ონკოქირურგმა ილია გოცაძემ.

მისი თქმით, თუ ჯანდაცვის სამინისტრო ტარიფებს არ გადახედავს, ექიმებს ვუბიძგებ, არ ჩაატარონ ოპერაციები, პაციენტები საზღვარგარეთ გაუშვან და შუამავლობის გზით ნახონ სარგებელი.

„ჩვენს ბაზარზე ძალიან აქტიურად მუშაობენ თურქული მარკეტინგული კლინიკები. მე რომ მანდ გადავაგზავნო პაციენტი, ერთ პაციენტში მივიღებ 1000-დან 3000-დოლარამდე ქეშბექს. ბიძგია. ექიმი გრძნობს, რომ თუ მე ვარ დაუფასებელი, რატომაც არა. ვფიქრობ, ამ დარგის არასათანადო და არაობიექტური შეფასება, გამოიწვევს უნდობლობას და უფრო მეტ პრობლემას ამ დარგში“, – განაცხადა ონკოქირურგმა.

1 ნოემბერს ერთი წელი შესრულდა, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკები დაფინანსების DRG სისტემაზე გადავიდნენ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში შეკრებილმა ექიმებმა ღიად ისაუბრეს იმ  შედეგებზე, რაც სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კლინიკების „დიარჯი“ სისტემის დაფინანსების სისტემაზე გადასვლამ შექმნა. ექიმები სისტემის წინააღმდეგი არ არიან. ისინი სატარიფო ცვლილებებს ითხოვენ…

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „საქართველომ თავიდან აიცილა შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, განსხვავებით სხვა მეზობელი ქვეყნებისგან“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights