მისამართი: კ.ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5 |
დაჯავშნე აქ: +995 32 288 09 09 |
„ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი“ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის, „აკრედიტაცია კანადის” საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამით.
სიახლეები:
https://www.facebook.com/Angiology/videos/962730105400310
https://www.facebook.com/Angiology/videos/336470648892608
პაციენტთა კმაყოფილების კვლევა
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა, რომელიც არის „აკრედიტაცია კანადის” ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და ახორციელებს 20-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულების საერთაშორისო აკრედიტაციას, დაიწყო პაციენტების ონლაინ გამოკითხვა „შენი აზრი“. პაციენტს შეუძლია, გადავიდეს ტექსტში მითითებულ ლინკზე:
https://www.surveymonkey.com/r/bokhua
ან დაასკანეროს QR კოდი:
სტაციონარული და ამბულატორიული სერვისები:
- სისხლძარღვთა
ქირურგია - ანგიოლოგია
- ენდოვასკულური
ქირურგია - კარდიოლოგია
- კარდიოქირურგია
- არითმოლოგია
- ანესთეზია
რეანიმაცია - პულმონოლოგია
- დიაგნოსტიკა: კომპიუტერული ტომოგრაფია,
კორონაროგრაფია.
კლინიკის ისტორია/ კლინიკის შესახებ:
ჩვენი ცენტრი დიდი და მდიდარი ისტორიის მატარებელია. 1976 წელს ქირურგიის
ინსტიტუტში პროფ. ნოდარ ბოხუამ დაარსა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი
სისხლძარღვთა მიკროქირურგიის ლაბორატორია, რომლის ბაზაზეც 1980 წელს
რკინიგზის საავადმყოფოში ჩამოყალიბდა სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრი, ცენტრში
დამუშავდა და განვითარდა კლინიკურ პრაქტიკაში თანამედროვე ვასკულარული
მედიცინის ფუნდამენტალური საკითხები. პირველად საქართველოში ცენტრში
დაინერგა და შესრულდა მთელი რიგი რეკონსტრუქციული ოპერაციები მაგისტრალურ
სისხლძარღვებზე. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ პროფ. ნოდარ ბოხუას და
მისი მოწაფეების ძალისხმევით ცენტრი დროის მოკლე პერიოდში ჩამოყალიბდა,
როგორც ქვეყნის წამყვანი კლინიკა სისხლძარღვთა ქირურგიაში. მიუხედავად დიდი
სიძნელეებისა, რომლებიც განპირობებული იყო ჩვენს ქვეყანაში არსებული
ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობით, ცენტრი ვითარდებოდა, დაინერგა
ახალი მიდგომები სისხლძარღვთა ქირურგიაში. რუტინული გახდა მთელი რიგი
ურთულესი ოპერაციები მაგისტრალურ სისხლძარღვებზე.
მიუხედავად წარმატებით განხორციელებული ცვლილებებისა სისხლძარღვთა
ქირურგიის მიმართულებით, ნათელი გახდა რომ ცენტრის შემდგომი განვითარება
შეუძლებელი იქნებოდა მომიჯნავე სპეციალობების დანერგვის გარეშე. 2011 წელს
ცენტრი გაფართოვდა, გადავიდა ახალ შენობაში, აღიჭურვა თანამედროვე უახლესი
ბრენდების მიერ წარმოებული აპარატურით, დაემატა ახალი სამსახურები:
კარდიოლოგია, ინტერვენციული კარდიოლოგია და ენდოვასკულურული
ქირურგია,პულმონოლოგია, კარდიოქირურგია, არითმოლოგია .