სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024

„შ.პ.ს. ნეონატოლოგიური ცენტრი ,,N ქირონ +“

მისამართი:
ლუბლიანას ქ. 5

კლინიკის დასახელება: „შ.პ.ს. ნეონატოლოგიური ცენტრი ,,N ქირონ +“

მისამართი: ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. N1

საკონტაქტო ნომერი / დაჯავშნა: (+995) 32 2 36 87 19; ტელ: (+995) 32 2 36 87 18;

კლინიკის facebook გვერდი: https://www.facebook.com/share/1936Dy1USp/?mibextid=LQQJ4d 

სიახლეები:

„შ.პ.ს. ნეონატოლოგიური ცენტრი ,,N ქირონ +“ | შენი ექიმი

კლინიკამ 2023 წელს დაიწყო საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით, რის ფარგლებშიც განხორციელდა მრავალი  ცვლილება და შეიქმნა „პაციენტა საბჭო“. ასევე კლინიკა გადავიდა ელექტრონულ სისტემაზე, დაინერგა უსაფრთხოებისა და ხარისხის ახალი სისტემა, რაც ეხმარება კლინიკას ინციდენტებისა და ხარისხის ინდიკატორების მართვაში.

სტაციონარული სერვისები:

„შ.პ.ს. ნეონატოლოგიური ცენტრი ,,N ქირონ +“ | შენი ექიმი

„ნეონატოლოგიური ცენტრი ,,N ქირონ +“ საქმიანობას ახორციელებს 2014 წლიდან. ამ პერიოდში სამედიცინო მომსახურეობა გაუწია 1738 პაციენტს

ნეონატოლოგიური ცენტრი ,,N ქირონ +“-ის  ძირითად საქმიანობას  წარმოადგენს ,,ახალშობილთა ინტენსიური თერაპია“

ნეონატოლოგიურ ცენტრ ,,N ქირონ +“ -ს  შეუძლია მომსახურეობა გაუწიოს 12 რეანიმაციულ, ინტენსიურ და შუალედური მკურნალობის საჭიროების მქონე ახალშობილს.

კლინიკის ისტორია/ კლინიკის შესახებ:

„შ.პ.ს. ნეონატოლოგიური ცენტრი ,,N ქირონ +“ | შენი ექიმი
#post_seo_title

კლინიკა N ქირონ + 2014 წლის სექტემბერში დაარსდა. მის ფუნქციებში შედის ინტენსიური თერაპიისა და დღენაკლულ ახალშობილთა მოვლის განყოფილებები. „N ქირონ+“-მა ყველაფერი პროფესიონალი ექიმებით დაკომპლექტებული გუნდის მეშვეობითა  და პაციენტზე ორიენტირებული განსაკუთრებული მიდგომით შეძლო. ამ ხნის მანძილზე კლინიკას ახსოვს ბედნიერი მშობლები, უამრავი მადლობის  წერილი, რაც უფრო დიდი სტიმულია ექიმისთვის და საშუალო მედპერსონალისთვის, მეტი ენთუზიაზმით გააგრძელონ ბრძოლა თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად.

კლინიკის მმართველი გუნდი:

კლინიკის დამფუძნებელის, ნანა ბუხრაშვილის, მესიჯი:

„შ.პ.ს. ნეონატოლოგიური ცენტრი ,,N ქირონ +“ | შენი ექიმი
ნანა ბუხრაშვილი

„2023 წლიდან გადავდგით ძალიან რთული, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი საერთაშორისო აკრედიტაციის დანერგვის მხრივ, რომელიც უზრუნველყოფს  პაციენტისათვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი მიწოდებას, ასევე თანამშრომელთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნას.“

კლინიკის დირექტორი – ელენე ფოფხაძე საკუთარი პროფესიონალი გუნდით განსაკუთრებულად ამაყობს:

„შ.პ.ს. ნეონატოლოგიური ცენტრი ,,N ქირონ +“ | შენი ექიმი

„ჩვენს კლინიკას ჰყავს ცნობილი და გამოცდილი ექიმები, რომლებიც არიან ნეონატოლოგთა ასოციაცის წევრები. ქალბატონი თამარ დანელია, რომელიც განყოფილების მთავარი ექიმია, ჩართული იყო და მონაწილეობდა სახელმწიფოში ნეონატოლოგიური მკურნალობის დონეების შემუშავებაზე.“

კლინიკის თანამშრომლები:

თამარ დანელია:

„შ.პ.ს. ნეონატოლოგიური ცენტრი ,,N ქირონ +“ | შენი ექიმი

„ჩვენს კლინიკაში ბავშვების გადმოყვანა ხდება სხვადასვხა სამშობიარო სახლიდან. ექიმების მიერ ფასდება ახალშობილის მდგომარეობა და სიმძიმის მიხედვით შესაბამის განყოფილებაში განთავსება. კლინიკაში ფუნქციონირებს მძიმე მდგომარეობის ახალშობილთათვის ინტენსიური, ასევე რეანიმაციური და შუალედური განყოფილებები“.

თამარ დანელია პაციენტის გამოჯანმრთელების მთავარ ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას და კლინიკის წარმატების საიდუმლოსაც გვიმხელს:

„მედპერსონალის პროფესიონალიზმთან ერთად, რითაც კლინიკამ ნდობა მოიპოვა, მშობლებთან ურთიერთობაა. ნდობა უნდა დაიმსახურო, ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ მშობელს ინფორმაცია ბავშვის მდგომარეობის შესახებ სრულად მივაწოდოთ და არაფერი უნდა იყოს დაფარული“.

„შ.პ.ს. ნეონატოლოგიური ცენტრი ,,N ქირონ +“ | შენი ექიმი

  • თამარ დანელია – მთავარი ექიმი
  • ლორიტა ღურცკაია-კლინიკური მენეჯერი
  • ნინო ბურკიშვილი-მთავარი ექთანი
  • დირექტორის მოადგილე-ალექსანდრე ბუხრაშვილი
  • მაია ნოზაძე-ფარმაცევტი
  • მაია ფოფხაძე-ეპიდემიოლოგი
  • ნეონატოლოგი-ინგა გრძელიშვილი
  • ექთანი-მარიტა ბერუაშვილი
  • ექთანი-მაია გვეტაძე
  • ექთანი-დარეჯან ედილაშვილი
  • „შ.პ.ს. ნეონატოლოგიური ცენტრი ,,N ქირონ +“ | შენი ექიმი
მასალის გამოყენების პირობები
Verified by MonsterInsights