საავადმყოფო: მრავალპროფილური |
მისამართი: ახალგაზრდობის #21, ქუთაისი
დაჯავშნე აქ: 598 033030
ხარისხი: გადის აკრედიტაცია კანადის საერთაშორისო სტანდარტებს |
საავადმყოფო “წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის -ქსენონი” საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის, “აკრედიტაცია კანადის ” საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამით. 🇨🇦
სიახლეები:
პაციენტთა კმაყოფილების კვლევა
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა, რომელიც არის „აკრედიტაცია კანადის” ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და ახორციელებს 20-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულების საერთაშორისო აკრედიტაციას, დაიწყო პაციენტების ონლაინ გამოკითხვა „შენი აზრი“.
პაციენტს შეუძლია, გადავიდეს ტექსტში მითითებულ ლინკზე
https://www.surveymonkey.com/r/ksenoni
ან დაასკანეროს QR კოდი
შეავსოს კითხვარი და დააფიქსიროს საკუთარი აზრი. ანონიმურობა დაცულია.
აკრედიტაცია კანადის ვიზიტი “ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში”
2024 წლის 2 აპრილს “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონის” წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი, ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, კლინიკის ხელმძღვანელობა და “აკრედიტაცია კანადას” ექსპერტი, ალესანდრო ბურიანი.
“აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.
სტაციონარული და ამბულატორიული სერვისები:
• მომსახურების სერვისები
კლინიკა მომხმარებელს სთავაზობს 24-საათიან გადაუდებელ დახმარებას, გადაუდებელ/გეგმიურ ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას. ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ კვლევებს, მათ შორის: რენტგენოგრაფია, ულტრასოფოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია, 24/7 ხელმისაწვდომია ანტირაბიული სამსახური.
ამბულატორიულად პაციენტებს შეუძლიათ საჭიროებისამებრ ისარგებლონ ⬇️
🥼ქირურგის
🥼ნევროლოგის
🥼კარდიოლოგის
🥼პულმონოლოგის
🥼პედიატრის
🥼ნეფროლოგის
🥼გასტროენტეროლოგის
🥼გინეკოლოგის
🥼რევმატოლოგის
🥼ენდოკრინოლოგის
🥼ტრავმატოლოგის
🥼ონკოლოგის🥼
🥼ონკოქირურგის
კ ო ნ ს უ ლ ტ ა ც ი ი თ
ზუსტი დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის ადგილზე ჩაირატონ შესაბამისი ლაბორატორიული თუ დიაგნოსტიკური კვლევები.
სტაციონარული მიმართულებებია:
• გადაუდებელი მედიცინა ემერჯენსის დეპარტამენტი;
• რეანიმაცია / ანესთეზიის დეპარტამენტი;
• თერაპიული დეპარტამენტი (პულმონოლოგია, ნევროლოგია );
• გულ-სისხლძარღვთა დეპარტამენტი, რომელიც გაიხსნა 2023 წელს და აიღო ლიცენზია კარდიო ინტერვენციულ სამსახურში;
• ქირურგიის დეპარტამენტი (ზოგადი ქირურგია, ონკო ქირურგია, ტრამვატოლოგია, პლასტიკური ქირურგია, ჩირქოვანი ქირრგია, პროქტოლოგია);
• პედიატრია;
• ინფექციური;
• დიალიზისა და ნეფროლოგიის დეპარტამენტი;
• რადიოლოგია (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია, რენტგენი, ენდოსკოპია, ექოსკოპია).
კლინიკის ისტორია/ კლინიკის შესახებ:
საავადმყოფო “წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის -ქსენონი” – გაიხსნა 1912 წელს და იყო ქალაქის პირველი მრავალპროფილური საავადმყოფო 🩺🥼
1️⃣1️⃣0️⃣- წლიან ისტორიას იტევს ქუთაისის ,,საეკლესიო საავადმყოფო ქსენონი”. საკუთარი საქმის სიყვარული და პროფესიონალიზმი 𝟏𝟗𝟏𝟐 წლიდან მოჰყვება კლინიკის პერსონალს. აქ არაერთი გამოჩენილი და გამორჩეული ექიმი მოღვაწეობდა და ახლაც მოღვაწეობს.
⚜️ ასაკით საუკუნეს გადაცილებულმა კლინიკამ თანამედროვე მედიცინას ფეხი აუწყო და აქტიურად განაგრძობს განვითარებას ( მატერიალურ-ტექნიკური, ინფრასტრუქტურული ცვლილებებით).
დღეს ისტორიას ძლიერი და ღირსეული გუნდი აგრძელებს 🩺🥼
ქსენონი დღეს მულტიპროფილური კლინიკაა 𝟏𝟏𝟎 საწოლზე. აქ პაციენტების საჭიროებებზე მორგებული მაღალი ხარისხის ამბულატორიული და სტაციონარული სერვისია უზრუნველყოფილი.
2020 წლიდან განახლდა კლინიკის მატერიალურ/ტექნიკური ბაზა, შეიცვალა კლინიკის იერსახე. მოქმედ საუკეთესო ექიმებს დაემატა არაერთი ცნობილი ექიმი.
კლინიკამ სირთულეები და თანამედროვე გამოწვევები წარმატებით დაძლია. 2023 წელს ერთ-ერთმა პირველმა, სამედიცინო საქმიანობის წყვეტის გარეშე, დაძლია რელიცენზირების პროცესი და განაახლა ლიცენზია რეანიმაციასა და ქირურგიაში.
კლინიკის მმართველია – მეუფე იოანე გამრეკელი;
კლინიკური და ადმინისტრაციული ხელმძღვანელი – მაგდა კოსტავა.
კლინიკის თანამშრომლები:
გოჩა ფაღავა
ინტერვენციული კარდიოლოგი, გულ-სისხლძარღვთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
განათლება:
1993-2000წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი;
2001-2003წწ. კლინიკური ორდინატურა ქ.მოსკოვის ა.ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრში სპეციალობით – გულ- სისხლძარღვთა ქირურგია;
2003-2006 წწ. კლინიკური ასპირანტურა ზემოხსენებული ცენტრის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რენტგენო-ენდოვასკულარული მეთოდებით გამოკვლევისა და მკურნალობის განყოფილებაში.
სერტიფიკატები:
ინტერვენციული კარდიოლოგია ; კარდიოქირურგია; კარდიოლოგია;
სამუშაო გამოცდილება:
მუშაობდა სხვადასხვა წარმატებულ კლინიკაში.
ნანა ძიძიგური
2023წ. ,,საეკლესიო საავადმყოფო ქსენონი” ინტერვენციული კარდიოლოგი, გულ-სისხლძარღვთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო ქსენონის, გადაუდებელი მედიცინის, რეანიმაცია, ინტენსიური თერაპიისა და ანესთეზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი.
10 წლიანი კლინიკური გამოცდილება.
უწყვეტი სამედიცინო განათლება:
2006-2012 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, სამკურნალო საქმე.
2016-2019 უწყვეტი სარეზიდენტო პროგრამა. ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია:
დასავლეთ საქართველოს რეფერალური ჰოსპიტალი
ზ.ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი.
თბილისის ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი.
მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური სავადმყოფო.
კავკასიის მედიცინის ცენტრი.
ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი.
წლების განმვალობაში მუშაობდა სხვადასხვა წარმატებულ კლინიკაში.
ყოველწლიურად მონაწილეობს უწყვეტი სამედიცინო განათლების ეგიდით
ორგანიზებულ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში.
ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო ქსენონის – ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
10 წლიანი კლინიკური გამოცდილება.
წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა წარმატებულ კლინიკაში.
უწყვეტი სამედიცინო განათლება;
2013–2015 წწ ქ სუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი კლინიკური ორდინატურა ინფექციური სნეულებები
2015 წ საკვალიფიკაციო კურსები ვირუსული ჰეპატიტების კლინიკა დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაკტიკა ქ სუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფექციური სნეულებების და ეპიდემიოლოგიის კათედრა, უკრაინა.
2015 წ საკვალიფიკაციო კურსები აივ/შიდსის მართვა და მენეჯმენტი“. ქ სუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფექციური სნეულებების და ეპიდემიოლოგიის კათედრა, უკრაინა
2015 წ საკვალიფიკაციო კურსები TORCH ინფექციები ორსულობის პერიოდში და მათი
მკურნალობა ქ სუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფექციური სნეულებების დაეპიდემიოლოგიის კათედრა, უკრაინა
2016 წ საკვალიფიკაციო კურსები პუნქციური ბიოფსია როგორც დიაგნოსტიკის მეთოდი
ღვიძლის დაავადების დროს ქ სუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფექციური სნეულებების და ეპიდემიოლოგიის კათედრა, უკრაინა.
ყოველწლიურად მონაწილეობს უწყვეტი სამედიცინო განათლების ეგიდით ორგანიზებულ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში.
მონაწილეობს სამედიცინო კვლევებსა და სასწავლო პროგრამებში.
საეკლესიო საავადმყოფო ქსენონში ხელმძღვანელობს, ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილ დიალიზის ცენტრს.
ის წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა წარმატებულ სამედიცინო დაწესბულებაში.
წევრობა: საქართველოს ნეფროლოგიის, დიალიზისა და ტრანსპლანტოლოგთა კავშირი. ევროპის ნეფრილოგიის, დიალიზისა და ტრანსპლანტაციის კავშირი უკრაინის ნეფროლოგიისა, ჰემოდიალიზის და ტრანსპლანტაციის კავშირი მოსკოვის ნეფროლოგიისა, დიალიზისა და ტრანსპლანტოლოგიის კავშირი საქართველოს რესპირატორთა კავშირი.
მონაწილეობს უწყვეტი სამედიცინო განათლების ეგიდით ორგანიზებულ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში.
ქირურგიის სამსახურის ხელმძღვანელი,ზოგადი ქირურგი
უწყვეტი სამედიცინო განათლება:
1989-1995წწ. რუსეთი, ნოვოსიბირსკის სამედიცინო სახელმწიფო ინსტიტუტი
1995-1996წწ. რუსეთი, ნოვოსიბირსკის სამედიცინო სახელმწიფო ინსტიტუტი, ინტერნატურა
01.01.2000- 30.06.2000წ. ნოვოსიბირსკის სამედიცინო ინსტიტუტი, მუცლის ღრუს ორგანოების გადაუდებელი ქირურგიის კურსი
2004წ. მოსკოვის ჰერცენის სახელობის ონკოლოგიური ინსტიტუტი, ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
08.06.2006 – 06.07.2006წ. რუსეთის სამედიცინო აკადემია. ქ. მოსკოვი, გადაუდებელი ქირურგიის კათედრა. სასერტიფიკატო კურსი
10.11.2006- 06.12.2007წწ. ნოვოსიბირსკის სამედიცინო ინსტიტუტი, ბავშვთა ქირურგიის კათედრა. ბავშთა ქირურგიის სასერტიფიკატო კურსი
29.10.2007- 02.11.2007წ სპეციალიზაცია „მცირე ინვაზიური ქირურგია“ რუსეთი, ქ. ეკანტერინბურგი
10.03.2009 – 03.04.2009წ „ლაპაროსკოპიული ქირურგიის კურსი, რუსეთი, ქ. ნოვოკუზნეცკი
02.11.2009 – 30.11.2009წ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ესთეტიკურ ქირურგიაში.
სამუშაო გამოცდილება:1996 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა წამყვან კლინიკებში.
01.06.2022 წლიდან .„ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო- წმ. დ. აღმაშენებლის ქსენონი“, ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელია.
მონაწილეობს უწყვეტი სამედიცინო განათლების ეგიდით ორგანიზებულ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში.