ორგანიზმში ყოველდღიურად უამრავი უჯრედი წარმოიქმნება, რომელთაც სიმსივნური ზრდისკენ აქვთ მიდრეკილება, თუმცა მათ განადგურებასა და დაავადების პრევენციაში გადამწყვეტ როლს სწორედ გამართულად მომუშავე იმუნიტეტი ასრულებს.
აღნიშნულ საკითხზე ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა მეგი საჯაიას პოდკასტში ისაუბრა და განმარტა, თუ როგორ ამოიცნობენ სპეციფიკური უჯრედები „კრიმინალური ელემენტების მსგავს“ პათოლოგიურ წარმონაქმნებს
„იმუნური სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულება კიდევ გახლავთ, რომ ადამიანის ორგანიზმში, ახლა სხვადასხვა ციფრებით სპეკულაცია არ მინდა, ძალიან დიდი რაოდენობით წარმოიქმნება უჯრედები, რომელთაც აქვთ, მარტივად რომ ვთქვათ, კიბოსკენ მიდრეკილება, სიმსივნური ზრდისკენ მიდრეკილება და ეს ყოველდღიური პროცესია, [თუმცა თუ იმუნური სისტემა არის ძლიერი, ის ხოცავს ამ უჯრედებს] რა თქმა უნდა, ანუ იმუნური სისტემა სწორედ არის ამისთვის, ეს T ლიმფოციტების პოპულაცია სპეციფიკური და არის ნატურალური კილერები, ესე ჰქვია უჯრედებს, რომლებიც ამოიცნობენ, აი ამ დამნაშავე, კრიმინალური, ასე ვთქვათ, ელემენტების მსგავსად და გაანადგურებენ ანუ სპობენ და კლავენ ამ უჯრედებს, რომ ჩვენ ადამიანებს სიმსივნე არ დაგვემართოს და ეს არის ყოველდღიური პროცესი ჩვენს ორგანიზმში განუნuρეტლიი მoმოინარიეობს”
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი. ძლიერი იმუნური სისტემა კიბოსგან გვიცავს? – ორგანიზმში ყოველდღიურად უამრავი უჯრედი წარმოიქმნება, რომელთაც სიმსივნური ზრდისკენ აქვთ მიდრეკილება [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 27]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2026/08/27/%e1%83%ab%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%99/
sheniekimi.ge

