7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. წლევანდელი კამპანიის თემაა მეცნიერება, Ხოლო სლოგანი – ,,ერთად ჯანმრთელობისთვის, მხარი დაუჭირე მეცნიერებას.“
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებით.
აირჩიე სანდო, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული წყაროები, რათა:
- დაიცვათ თქვენი ჯანმრთელობა
- მოახდინოთ დაავადებების პრევენცია
- იმკურნალოთ და გამოჯანმრთელდეთ
მეცნიერება არ არის აბსტრაქტული. ის ყოველდღიურად გიცავთ თქვენ, თქვენს ოჯახსა და თქვენს საზოგადოებას.

