ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარიშენი ექიმირატომ არ არის სასურველი ხილისა და რძის პროდუქტების მიღება დღის მეორე ნახევარში

რატომ არ არის სასურველი ხილისა და რძის პროდუქტების მიღება დღის მეორე ნახევარში

რატომ არ არის სასურველი ხილისა და რძის პროდუქტების მიღება დღის მეორე ნახევარში

ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი ნინო ვაშაკიძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს, რატომ არ არის სასურველი ხილისა და რძის პროდუქტების მიღება დღის მეორე ნახევარში.

მისი განმარტებით, ხილის მიღება უმჯობესია დღის პირველ ნახევარში — დაახლოებით 12:00-დან მაქსიმუმ 16:00 საათამდე. ხოლო 4 საათის შემდეგ ხილისა და განსაკუთრებით რძის პროდუქტების მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან შესაძლოა ორგანიზმში შებერილობა გამოიწვიოს.

სპეციალისტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ხაჭოზე, რომლის მიღებას ნაკლებად ურჩევს, რადგან მისი თქმით, იგი შეიცავს დიდი რაოდენობით კაზეინს, რაც ღვიძლისთვის რთულად მოსანელებელია. მისივე რეკომენდაციით, ხაჭოს ნაცვლად უკეთესი არჩევანია ნადუღი.

ნინო ვაშაკიძე აღნიშნავს, რომ იოგურტი და ყველიც უმჯობესია დღის პირველ ნახევარში მივიღოთ, ხოლო საღამოს მათი მოხმარება სასურველი არ არის.

სპეციალისტის თქმით, სწორი კვების რეჟიმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჭმლის მონელებისა და საერთო ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

 

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს მამაკაცი, რომელსაც გული ორჯერ გაუჩერდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights