სამშაბათი, მარტი 31, 2026
მთავარისამინისტროპარლამენტის დროებითი კომისია მედიკამენტების სექტორის შესწავლას იწყებს

პარლამენტის დროებითი კომისია მედიკამენტების სექტორის შესწავლას იწყებს

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია მედიკამენტების სექტორის შესწავლას იწყებს.

დღეს საკანონმდებლო ორგანოში ფარმაცევტული საშუალებების ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართება, სადაც მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ. კომისიის სხდომა პარლამენტში 12:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, 2023 წელს ამოქმედებული რეფერენტული ფასების პროგრამის შედეგად, დაახლოებით 7500 მედიკამენტის ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა და მოქალაქეებისთვის მათი ხელმისაწვდომობა გაიზარდა, თუმცა, დარჩენილია 3000-მდე მედიკამენტი, რომელზეც რეფერენტული ფასები ამ ეტაპზე არ ვრცელდება და მათი რეგულირების რესურსი არსებობს.

„მედიკამენტების შემთხვევაში ფასწარმოქმნის ჯაჭვი უფრო მოკლეა. ის შედგება 2 კომპონენტისგან: პირველია მწარმოებელი იმპორტიორი, მეორე – ქსელები. მიზანია, რომ სრულყოფილად შევისწავლოთ ეს ორკომპონენტიანი ჯაჭვი. უნდა აღინიშნოს, რომ მედიკამენტებზე არსებობს რეგულატორი და არსებობს რეგულაციები. გვინდა შევისწავლოთ რამდენად ეფექტურად მუშაობს ეს და კიდევ რა დამატებითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას“, – განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  მიხეილ სარჯველაძე სამტრედიაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის გახსნას დაესწრო - ახალი ცენტრი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული პროცესების განხორციელებას და მართვას მუნიციპალიტეტში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights