საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე დეპუტატ ნინო წილოსანს მადლობას უხდის.
„პირველად მოვისმინე ის, რაზეც წლებია ვსაუბრობ. ათობით სტატია მაქვს დაწერილი.
დღეს ჩემთვის იყო დადებითი სიურპრიზი დეპუტატ ნინო წილოსანის გამოსვლა.
ვიცი, რომ ამის გამო ნაციონალები დამესევიან. ქალბატონ ნინოს არ ვიცნობ. მინდა, რომ გავიცნო. ნინო წილოსანმა თქვა ის, რაზეც გიორგი ფხაკაძე წლების განმავლობაში საუბრობდა. ის, რაც ხდება ქვეყანაში, არ შეიძლება“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
მისი თქმით, ნინო წილოსანმა მისი სათქმელი თქვა.
„მადლობას ვუხდი ქალბატონ ნინო წილოსანს. მან თქვა ჩემი სათქმელი. მეც იგივეს ვიტყოდი კომისიის სხდომაზე.
აფთიაქის პასუხი საინტერესო იყო. პრაქტიკულად დაადასტურეს, რომ პსპ-თვის მომხმარებელი ნახირია!
ეს მავნებლობა უნდა დამთავრდეს!!!
მადლობა ამ შეკითხვისთვის!“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ მედიკამენტების სექტორის შესწავლა დაიწყო.
ნინო წილოსანმა GM ფარმას დირექტორს მიმართა: ხართ თუ არა გარიგებული ექიმებთან? ექიმები ნიშნავენ თუ არა სპეციალურად იმ წამლებს? იღებენ თუ არა ამისთვის კონკრეტულ შემოსავლებს?“

