„ვორკოჰოლიკი ზიანს აყენებს საკუთარ თავს და ოჯახის წევრებსაც …”
„პირველ არხს“ ესტუმრა პიროვნული ზრდის ტრენერი, ნუგზარ ძიძიგური რომელმაც ისაუბრა „ვორკოჰოლიკებზე“, ანუ ადამიანებზე, რომლებსაც ზედმეტი მუშაობა მოსწონთ
პიროვნული ზრდის ტრენერი, ნუგზარ ძიძიგური, გადაცემაში “ახალი დღე” საუბრობს, რა ზიანს აყენებენ ადამიანები, რომლებსაც ზედმეტი შრომა, სამსახურის საქმეების გადაჭარბებულად შესრულება უყვართ, როგორც საკუთარ თავს, ასევე ოჯახის წევრებს:
„შრომა კარგია, მაგრამ ვთქვათ რატომ არის ზედმეტი მუშაობა საზიანო. ხდება ემოციური გამოწვა, აქედან მოდის ინსულტები, გულსისხლძარღვთა დაავადებები.
ასეთი ადამიანი ზიანს აყენებს ოჯახსაც, ბავშვებსაც. სახლში მოვიდა „ვორქოჰოლიკი“, ამოწმებს მეილებს, ის ისევ არის სამსახურში, მთლიანად მოცულია სამსახურით ფიზიკურად არის ოჯახთან, თავის შვილებთან, მაგრამ თან არ არის. ბავშვს აქვს შეგრძნება, რომ დედა მასთან არის, მაგრამ თან, არ არის. შფოთავს, მარტოსულია. პრობლემები აქედან ყალიბდება. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ემოციური კავშირის არქონა…“

