ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 24 მარტს ტუბერკულოზის მსოფლიო დღეს აღნიშნავს.
ტუბერკულოზი მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციური დაავადებაა.
ჯანმო-ს ევროპის რეგიონზე ტუბერკულოზის გლობალური ტვირთის 1.9% მოდის, თუმცა რეგიონი მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის (DR-TB) ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა.
2024 წელს რეგიონში დაფიქსირდა დაახლოებით 162 000 ახალი და რეციდიული შემთხვევა, რაც 2023 წელთან შედარებით შემცირებულია.
მიუხედავად პროგრესისა დასავლეთ ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდება DR-TB-ის, და, ასევე, ტუბერკულოზისა და აივ კოინფექციის მაღალი ტვირთის გამო.

