რა ზიანს აყენებს ბავშვებს გაჯეტებზე მიჯაჭვულობა – კვლევა
წარმოიდგინეთ რა დონემდე ვართ მისულები, ჩვენ გვგონია, რომ ჩვენს შვილებთან ომში ვართ.
რას აჩვენებს ეს კვლევა?
გვაჩვენა, რომ 12 წლის ასაკში იმ ბავშვებს, რომლებსაც სმარტფონი აქვთ, განსხვავებით იმ ბავშვებისგან, რომლებსაც არა აქვთ, უფრო აწეული არის დეპრესიის, წონის მომატების და ძილის აშლილობის რისკი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი აჩვენა კვლევამ: სმარტფონის და გაჯეტების მოხმარების პერიოდში გატარებული დრო უფრო ძლიერად უკავშირდება ჯანმრთელობის გაუარესებას, ვიდრე მაგალითად, კომპიუტერთან გატარებული დრო.
რატომ?
იმიტომ, რომ კომპიუტერის გამოყენება ძალიან ხშირად ხდება სკოლისთვის, განათლებისთვის ან რაღაც ურთიერთობისთვის. სმარტფონი ამას ცვლის. როდესაც გაჯეტებთან არიან, ბავშვები შედიან უფრო ინფლუენსურ საიტებზე და ეს იწვევს პრობლემას.
რატომ იწვევს ეს პრობლემას?
მათში ხდება პაროსოციალური კავშირი.
რა არის პაროსოციალური კავშირი?
ეს არის, როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ იმ ადამიანს, ვისაც მიყვება ან ვისაც უსმენს, იმას იცნობს ან მასთან ურთიერთობა აქვს.
როდესაც ამ ასაკში ბავშვები ურთიერთობას გრძნობენ, იქ იწყება შედარება-იმიტაცია და ზუსტად რისკის ქცევების გამოყენება, რასაც ის ადამიანი აჩვენებს, რომელსაც მიყვებიან.
ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ბავშვი იქნება დაზიანებული…

