ორშაბათი, მარტი 9, 2026
მთავარისამინისტროჯანდაცვის მინისტრმა აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე...

ჯანდაცვის მინისტრმა აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა

ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილ, დამსახურებულ მეცნიერს, აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა.

მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა ეთერ ქემერტელიძის გამორჩეულ მეცნიერულ ღვაწლს და საქართველოში ფარმაკოქიმიის განვითარების საქმეში მის დიდ დამსახურებას. აღინიშნა, რომ აკადემიკოსის მრავალწლიანი სამეცნიერო საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული მეცნიერებისა და მედიცინის განვითარებაში.

ეთერ ქემერტელიძე მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორია. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კვლევის განვითარებაში და საქართველოში ამ სამეცნიერო მიმართულების დამკვიდრებაში. ეთერ ქემერტელიძე ქვეყანაში ფიტოქიმიისა და ფარმაკოქიმიის დარგის ერთ-ერთ ფუძემდებლად არის აღიარებული. მისი ხელმძღვანელობითა და კვლევების საფუძველზე შექმნილია სხვადასხვა დანიშნულების ორიგინალური სამკურნალო პრეპარატი. მეცნიერს მიღებული აქვს 88 საავტორო მოწმობა და პატენტი.

აკადემიკოსს მიღებული აქვს მრავალი პერსონალური ჯილდო, სახელმწიფო და საერთაშორისო აღიარება. მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაშიც – შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის ნობელის კომიტეტის მიერ იყო მიწვეული ქიმიის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატურების წარსადგენად და ასევე ნომინირებული იყო საერთაშორისო მშვიდობის პრემიაზე.

ეთერ ქემერტელიძე დღემდე აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში – თანამშრომლობს ფარმაკოლოგიის ინსტიტუტთან და აგრძელებს კვლევით საქმიანობას.

ჯანდაცვის მინისტრმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორ ირაკლი ნატროშვილთან და უნივერსიტეტის კანცლერ ალექსანდრე ბუაჩიძესთან ერთად, ფარმაკოლოგიის ინსტიტუტიც დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ინსტიტუტის საქმიანობასა და მიმდინარე კვლევით პროცესებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „დღეს უკვე 120 000-დან 87 00 პაციენტი განკურნებულია - მინდა, რომ „ბე“ ჰეპატიტის პროგრამა ისეთივე წარმატებული იყოს, როგორიც არის „ცე“ ჰეპატიტის“ - მიხეილ სარჯველაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights