პარასკევი, აპრილი 10, 2026
მთავარისამინისტრო„უწყების მთავარი მიზანია, ბაზაში მხოლოდ ის ოჯახები რჩებოდნენ, რომლებსაც სახელმწიფოს თანადგომა, რეალურად,...

„უწყების მთავარი მიზანია, ბაზაში მხოლოდ ის ოჯახები რჩებოდნენ, რომლებსაც სახელმწიფოს თანადგომა, რეალურად, ესაჭიროებათ“-მიხეილ სარჯველაძე

სოციალური დახმარების სისტემის მაქსიმალური მიზნობრიობისა და ეფექტიანობისთვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის გადამოწმება იწყება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მოადგილეებთან ერთად, პარლამენტის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა პროცესის ობიექტურად და ეფექტურად წარმართვის გზები განიხილეს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უწყების მთავარი მიზანია, ბაზაში მხოლოდ ის ოჯახები რჩებოდნენ, რომლებსაც სახელმწიფოს თანადგომა, რეალურად, ესაჭიროებათ.

2026 წლის მონაცემებით, ბაზაში სულ რეგისტრირებულია 400 ათასამდე ოჯახი თუმცა, არსებული მონაცემები სრულად ვერ ასახავს მოქალაქეთა რეალურ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ვინაიდან წლების განმავლობაში, არ ხდებოდა რეგისტრირებულ პირთა მდგომარეობის სისტემური და რეგულარული გადამოწმება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად, გამოვლინდა, რომ მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება ათასობით პირი, რომელთაც მაღალი შემოსავალი უფიქსირდებათ. იდენტიფიცირებულია შემთხვევები, როდესაც სოციალური დახმარება ენიჭებათ იმ პირებს, რომლებიც ფაქტობრივად, აღარ საჭიროებენ სახელმწიფო მხარდაჭერას.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  თბილისში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია „სამედიცინო სიახლეები ქირურგიაში“ ჩატარდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights