ოთხშაბათი, თებერვალი 25, 2026
მთავარიშენი ექიმი„ბოლო დროინდელმა ყველაზე სანდო კვლევებმა ამ დანამატის განსაკუთრებული სარგებელი ვერ დაამტკიცა“-ზაზა თელია...

„ბოლო დროინდელმა ყველაზე სანდო კვლევებმა ამ დანამატის განსაკუთრებული სარგებელი ვერ დაამტკიცა“-ზაზა თელია ომეგა 3-ის შესახებ გავრცელებულ მითს არღვევს

ექიმი დერმატოლოგი ზაზა თელია პოდკასტში ომეგა  3 შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ბოლო დროინდელმა ყველაზე სანდო კვლევებმა ამ დანამატის განსაკუთრებული სარგებელი ვერ დაამტკიცა.

„ომეგა 3-ის ისტორია ესკიმოსებზე დაკვირვებიდან მოდის. ისინი უპირატესად თევზს და შესაბამისად, ომეგა 3 მოიხმარდნენ. ზედაპირული დაკვირვება მოახდინეს, რომ რაღაც ტიპის დაავადებები მათთან ნაკლებად იყო გავრცელებული. აქედან დაასკვნეს, რომ ესე იგი ამაში კარგი გაგებით „დამნაშავე“ ომეგა 3 იყო. თუმცა ბოლოდროინდელმა კვლევებმა ვერცერთი მიმართულებით ვერ აჩვენა, რომ ომეგა 3 დაავადებების რისკებს ამცირებს. როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სიმსივნე, დიაბეტი და სხვა დაავადებები“  – ამბობს ექიმი.

  რატომ ეძახიან ექიმები ქოლესტერინს "ჩუმ მკვლელს" - მნიშვნელოვანია მისი კონტროლი და მკურნალობა დროულად
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights