პარასკევი, თებერვალი 27, 2026
მთავარისამინისტროჯანდაცვის მინისტრი სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა...

ჯანდაცვის მინისტრი სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის გადამოწმების საკითხები განიხილა

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიური პროცესი იწყება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელებსა და სერვის ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი ოჯახების გადამოწმება პრიორიტეტული საკითხია. მინისტრის განცხადებით, უწყების მთავარი მიზანია, ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები, რომლებსაც დღეისთვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ეკუთვნით ფინანსური მხარდაჭერა და სახელმწიფოს თანადგომა, რეალურად ესაჭიროებათ.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთიანი სამოქმედო გეგმა დასახეს და ის დეტალები განიხილეს, რაც პროცესის შეუფერხებლად და ობიექტურად წარმართვას უზრუნველყოფს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სოციალური დახმარების სისტემის ეფექტიანობისა და მიზნობრიობის გაზრდის მიზნით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის ეტაპობრივ გადახედვას და სარეიტინგო ქულების გადამოწმებას იწყებს.

2026 წლის მონაცემებით, ბაზაში სულ რეგისტრირებულია 400 ათასამდე ოჯახი თუმცა, არსებული მონაცემები სრულად ვერ ასახავს მოქალაქეთა რეალურ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ვინაიდან წლების განმავლობაში არ ხდებოდა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა მდგომარეობის სისტემური და რეგულარული გადამოწმება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება ათასობით პირი, რომელთაც მაღალი შემოსავალი უფიქსირდებათ. იდენტიფიცირებულია შემთხვევები, როდესაც სოციალური დახმარება ენიჭებათ იმ პირებს, რომლებიც ფაქტობრივად აღარ საჭიროებენ სახელმწიფო მხარდაჭერას.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights