პარასკევი, აპრილი 10, 2026
მთავარისამინისტროჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს: ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და...

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს: ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომლებსაც აღარ აქვთ სოციალური დახმარების აუცილებლობა

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს. განცხადება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბრიფინგზე გააკეთა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომლებსაც აღარ აქვთ სოციალური დახმარების აუცილებლობა.

მინისტრის განცხადებით, გადამოწმების პროცესი აქტიურად გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ არ მოხდება ბაზაში მყოფი იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებსაც დახმარება არ სჭირდებათ და ბოროტად სარგებლობენ სოციალურად დაუცველთა პროგრამით.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  მხარეებმა, ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights