დერმატოლოგი ვერიკო აბრალავა აგნომიას შესახებ საუბრობს:
ანგიომა არის კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი წარმონაქმნი, რომელიც კანის ზედაპირზე ჩნდება წითელი, იისფერი ან მუქი ლაქის/კვანძის სახით. იგი ვითარდება მცირე სისხლძარღვების გაფართოებისა და გადაჭარბებული ზრდის შედეგად.
ყველაზე გავრცელებული ტიპები
• ჩერი ანგიომა (Cherry angioma) – პატარა, მრგვალი, მკვეთრად წითელი კვანძი; ხშირად ჩნდება ტანზე და ასაკთან ერთად მატულობს.
• ობობისებრი ანგიომა (Spider angioma) – ცენტრალური წერტილი და მისგან გამოსული თხელი „სხივები“; ხშირად სახეზე ან კისერზე.
• კაპილარული ჰემანგიომა – უფრო ხშირია ბავშვებში, მაგრამ შესაძლოა მოზრდილებშიც გამოვლინდეს.
რატომ ჩნდება?
ანგიომების ზუსტი მიზეზი ყოველთვის ცნობილი არ არის, თუმცა მნიშვნელოვან როლს თამაშობს:
• ასაკობრივი ცვლილებები
• გენეტიკური წინასწარგანწყობა
• ჰორმონალური ცვლილებები
• ღვიძლის გარკვეული პათოლოგიები (განსაკუთრებით ობობისებრი ანგიომების შემთხვევაში)
როდის არის საჭირო კონსულტაცია?
ანგიომა უმეტესად უვნებელია და მკურნალობას არ საჭიროებს. თუმცა ექიმთან ვიზიტი რეკომენდებულია, თუ:
• წარმონაქმნი სწრაფად იზრდება
• იცვლის ფერს ან ფორმას
• სისხლდენს ან მტკივნეულია
• ჩნდება მრავლობითად მოკლე პერიოდში
მკურნალობის მეთოდები
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოცილება:
• ლაზერული თერაპიით
• ელექტროკოაგულაციით
• კრიოთერაპიით
პროცედურები, როგორც წესი, მარტივი და უსაფრთხოა, ტარდება ამბულატორიულად


