ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარიშენი ექიმი„ამაზე გუშინ საღამოს გაგაფრთხილეთ. მივესალმები სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency...

„ამაზე გუშინ საღამოს გაგაფრთხილეთ. მივესალმები სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency ოპერატიულ მოქმედებას. ვფიქრობ, სააგენტოს დაფინანსება უნდა გაიზარდოს!“ – გიორგი ფხაკაძე სურსათის ეროვნული სააგენტოს

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დანონის“ პროდუქციის კონკრეტული პარტიების მოკვლევას ეხმიანება.

„ამაზე გუშინ საღამოს გაგაფრთხილეთ. მივესალმები სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency ოპერატიულ მოქმედებას.
ვფიქრობ, სააგენტოს დაფინანსება უნდა გაიზარდოს!“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
გიორგი ფხაკაძემ 6 თებერვალს მშობლები გააფრთხილა, რომ  Aptamil და Cow & Gate ჩვილისა და შემდეგი ასაკის ფორმულების რამდენიმე დამატებითი პარტია გაიწვიეს ბაზრიდან იმის გამო, რომ შესაძლოა შეიცავდეს ტოქსინს (ბაქტერიული ცერულიდი), რომელიც საკვების მოწამვლის სიმპტომებს იწვევს (ნაბახუსევი, ღებინება და სხვა).
სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, „დანონის“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების მოკვლევა მიმდინარეობს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მულტინაციონალური კომპანიიდან „დანონი ნუტრიცია“ მიიღო შეტყობინება „დანონის“ პროდუქციის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ, რაც განპირობებულია პრევენციით, კონკრეტულად, ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) ახალი სახელმძღვანელო მითითებებით და არ უკავშირდება სურსათის უვნებლობის სტანდარტების დარღვევას.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე 2 წუთში მივიდა - სასწრაფო დახმარების გარდაბნის რაიონული სამსახურის ბრიგადამ გამოძახებაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის გულის ამუშავება შეძლო
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights