ზესტაფონის N ბრიგადამ ქალაქში მდებარე ერთი-ერთი აფთიაქიდან გამოძახება ლოზუნგით -„უგონო“ მიიღო.
ინფორმაციას შენი სიცოცხლის გადასარჩენად ავრცელელებს.
გამოძახებაზე მისულ ექიმებს ადგილზე დახვდა იატაკზე მწოლიარე 50 წლამდე მამაკაცი, რომელსაც მოქალაქე ზეწოლებს უტარებდა (როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალბატონი რეანიმატოლოგი იყო, რომელიც ამ ფაქტს შემთხვევით შეესწრო).
პაციენტს საძილე არტერიაზე არ აღენიშნებოდა პულსი, ხოლო მონიტორზე ფიქსირდებოდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, სასწრაფოს ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს პაციენტის მართვა პროტოკოლის მიხედვით. რეანიმაციული ღონისძიებების სრულყოფილად ჩატარების შედეგად აღდგა პაციენტის პულსი და სუნთქვა, რის შემდეგაც სასწრაფოს ბრიგადამ ფორსმაჟორით შეიყვანა ქ. ზესტაფონის ერთ-ერთ კლინიკაში.
ამ ეტაპზე მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თავს კარგად გრძნობს.

