სამშაბათი, იანვარი 27, 2026
მთავარისიახლეებისურსათის ეროვნული სააგენტო BABYBIO OPTIMA 1-ის ორი პარტიის ბაზრიდან გამოთხოვას ზედამხედველობს

სურსათის ეროვნული სააგენტო BABYBIO OPTIMA 1-ის ორი პარტიის ბაზრიდან გამოთხოვას ზედამხედველობს

სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა Vitagermine-ს ბრენდის ,,ბეიბიბიოს“ ჩვილ ბავშვთა ფორმულის ოფიციალური იმპორტიორი Naturland-ის შეტყობინება, ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო,  სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებიდან, მათ შორის საქართველოდან კონკრეტული პარტიების გამოთხოვის თაობაზე.

მწარმოებელმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, ბაზრიდან ნებაყოფლობით გაეწვია ჩვილის ფორმულის – BABYBIO OPTIMA 1-ის სამი პარტია, რომლიდან მხოლოდ 2 არის შემოსული საქართველოს ტერიტორიაზე:

• BABYBIO OPTIMA 1 – 800გ, EAN 3288131580319, პარტია 894408, ვარგისიანობის ვადა 09/07/2027;

• BABYBIO OPTIMA 1 – 800გ, EAN 3288131580319, პარტია 900035, ვარგისიანობის ვადა 12/08/2027.

იმპორტიორმა კომპანიამ გამოთხოვის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობა სარეალიზაციო ქსელებს სს „გეფა“, შპს „პსპ-ფარმა“, შპს „ავერსი-ფარმა“, რომელშიც იყიდება აღნიშნული ბავშვთა კვება. მათივე ცნობით, აღნიშნული პარტიების გაყიდვა შეჩერებულია, საწყობში არსებული მარაგები დათვლილი და აღწერილია, მათ გამოთხოვას კი სააგენტოს უფლებამოსილი პირები გაუწევენ ზედამხედველობას.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ უკვე შეძენილი აქვთ ბავშვთა კვების აღნიშნული პარტიები, არ გამოიყენონ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights