საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ჯანდაცვის ექსპერტი პროფესორი გიორგი ფხაკაძე მშობლებს აფრთხილებს
მშობლების საყურადღებოდ!
გვსურს მოვისმინოთ რეალური გამოცდილება პირის შესახებ, რომელიც საქართველოში და თურქეთში სთავაზობს NAD⁺ ინექციურ „თერაპიას“ აუტიზმის მქონე ბავშვებს, ხშირად მაღალ საფასურად.
თუ გქონდათ შეხება:
• რა მკურნალობა იყო შეთავაზებული
• რამდენ ხანს გაგრძელდა
• რა თანხა გადაიხადეთ (დაახლოებით)
• დაფიქსირდა თუ არა რეალური შედეგი ან გვერდითი ეფექტი!
შეგახსენებთ: NAD⁺ ინექციები არ არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული და აღიარებული მკურნალობა აუტიზმისთვის.
ინფორმაციის გაზიარება შეგიძლიათ კომენტარებში ან პირადში.
მიზანი — ბავშვების დაცვა და მშობლების ინფორმირება.

